თამარ კიკნაძე:
საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ამ ალიანსის საკმაოდ ბევრ პროგრამაში მონაწილეობს. ნატოს მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, მაგრამ არც ეს და არც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა არ არის გარანტი იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. საქართველოს ნატოში შესვლა დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუქტურაზე. ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც საკმაოდ გულახდილად საუბრობენ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ამ ეტაპზე ნატო არ არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. ვისაც ჰგონია, რომ საქართველო ნაწილ-ნაწილ შევა ნატოში, ძალიან ცდება. ამ სახიფათო რიტორიკამ, შესაძლოა, საქართველოს დეზინტეგრაცია გამოიწვიოს.
ავტორი: თამარ კიკნაძე
გაზეთი საქართველო და მსოფლიო. 2017წელი. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.
