კალაძე – ჩემი უპირატესობა ‘ნაცმოძრაობასთან’ ჩემი პატიოსნებაა – სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები

“ღმერთმა მომცა შანსი რომ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი წლების განმავლობაში და იმის ნიჭი და ინტელექტიც გამაჩნია როგორ მიმემართა ეს თანხმები, როდესაც დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, როგორ მეცხოვრა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა ”იმედი – LIVE”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“ჩემი უპირატესობა “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის ჩემი პატიოსნება. მე არაფერი მაქვს დასამალი. რაც გამიკეთებია და შემიქმნია, ყველაფერი დეკლარირებული მაქვს. მაქვს შესაძლებლობები. ღმერთმა მომცა შანსი რომ მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი წლების განმავლობაში და იმის ნიჭი და ინტელექტიც გამაჩნია როგორ მიმემართა ეს თანხმები, როდესაც დავამთავრე სპორტული მოღვაწეობა, როგორ მეცხოვრა. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. რაც და როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები და ხელს ვუწყობ. რატომ უნდა დავიმალო, როდესაც თეთრზე ამბობენ, რომ შავია? ეს უპირატესობები აღიზიანებთ ამ ადამიანებს. მათ ასევე აღიზიანებთ ჩვენი მოსახლეობის ჩემდამი დამოკიდებულება. ამ ურთიერთობებს მე ჩემი ოჯახივით, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდები!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

http://eurus.ge