„ნიკა გვარამიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება“- ნიკოლოზ მჟავანაძე

დღეს მთვარისა ნავერიანმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ნიკა გვარამიას მიერ 31 მაისს მთავარ პროკურატურასთან მთვარისა ნავერიანის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ისანი სამგორის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართეს.

”მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ დაწვრილებით გაანიზებულ და შესწავლილ იქნა ვიდეომასალები რომელიც ნათლად ასახავს ამა წლის 31 მაისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან რუსთავი 2 გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას განხორციელებულ ქმედებებს მივედით იმ დასკვნამდე რომ საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობას ვაყენებთ თქვენს წინაშე ნიკოლოზ გვარამიას ბრალი წაეყენოს: სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის( ძალადობა), 1 1 ნაწილის, ბ- ქვეპუნქით. 142-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა). 151 -ე მუხლის (მუქარა) , მეორე ნაწილის, ა) ქვეპუნქტით. 239 -ე მუხლის (ხულიგნობა) , მეორე ნაწილის, ა) ქვეპუნქტით.
მოვითხოვთ პროკურატურისგან ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას და მთვარისა ნავერიანის დაზარალებულად ცნობას. ვინაიდან 239 -ე მუხლის (ხულიგნობა), მეორე ნაწილის, ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდეა და გვარამიას სწორედ 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა ვალდებულია ნიკა გვარამიას ბრალის წაყენების შემდეგ პატიმრობა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა მოითხოვოს”, -განაცხდა ნიკოლოზ მჟავანაძემ

marshalpress


http://marshalpress.ge/archives/183072