ჩვენ ისრაელისგან ვსწავლობთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ ძლიერი არმია, – ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“მსურს ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მოგიწვიოთ უკრაინაში, რათა სიტყვით გამოხვიდეთ ჩვენს პარლამენტში, ასევე ერთად ვეწვიოთ ოდესას – ქალაქს, რომელსაც ებრაელი ხალხის უდიდესი ისტორია გააჩნია”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ისრაელსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “აფასებს უკრაინის ძალისხმევას ანტისემიტიზმთან ბრძოლაში”.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.