თბილისის მერის დღევანდელ ხმაურიან და სკანდალურ კომენტარს“გამოქანებასთან” დაკავშირებთ,
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მისიგონების დაბნელებით ხსნის.
დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა კალაძის განცხადების მიზეზი, – განუცხადა“2020NEWS“-ს ცაგარელმა და განმარტა, რომ წინ გველოდება მზის და მთვარის დაბნელება და ამ დროს კიადამიანებს,
განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ.
“როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს, ადამიანებს ხშირად უბნელდებათ
ტვინი. არაპირდაპირი გაგებით, არამედ ალეგორიული გაგებით. ამიტომ შეცდომები, არასწორი გაგებები
და პროვოკაციულიმოქმედებები ყველა მხრიდან მატულობს. ეს იმ ადამიანებს უფრო ემართებას, ვინც
პოლიტიკაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს არ სჯერათ ასტროლოგიის და შეცდომას
შეცდომაზე უშვებენ. შედეგად ანგრევენ ამქვეყანას. ამაშია მთელი მათი უბედურება. მათ რომ
ასტროლოგია იცოდნენ, როცა არის დაბნელებების დღეები, არავითარ განცხადებებს არ გააკეთებდნენ
და არავითარ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდებოდა.
ეს პერიოდი კარგია “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რადგან ისინი მოდიან პროვოკაციაზე.
პროვოკაციისთვის დასხვათა ნერვების მოსაშლელად კარგი პერიოდია, მაგრამ იმისთვის, რომ შენ
გაამართლო შენი პოზიცია დაპროვოკატორი ადგილზე “მოსვა“, ცუდი პერიოდია. ამიტომ სხვა,
დიპლომატიური ფორმა უნდა იპოვოპროვოკატორთან სასაუბროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი
ტალღის აგორების ტენდენცია ყოველთვისმაღალია. შეიძლება ოპოზიციამაც გადაამლაშოს თავის
პროვოკაციებში და პოზიციამაც. ამიტომ, მე ვურჩევ მათ, 25 იანვრამდე მაინც ორივე მხარემ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ყველა სახის განცხადებებისგან
დამოქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები ნეგატიურად აისახება ქვეყანაზეც
და მათსაქმიანობაზეც“, – აცხადებს ცაგარელი.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ოპოზიციას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ
სააკაშვილსჰოლანდიიდან “გამოქანება” ურჩია.
akhalitaoba.ge