ბაია დვალიშვილის მიმართვა – მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული!

”წარმომიდგენია დიდ გამზირებზე როგორ ცხოვრობენ – გამონაბოლქვის სუნი ცხვირში მაქვს!”, – ეს განცხადება მსახიობმა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის “სხვა შუადღის” წამყვანმა ბაია დვალიშვილმა გააკეთა.

”მგონი ჩვენი წუთები და წამები დათვლილია! ტირილამდე ვარ მისული. ძალიან გაბრაზებული ვარ. მეზიზღება ზაფხული რომ მოდის. ვცხოვრობ ძალიან პრესტიჟულ ადგილზე – ვაკის პარკთან. ყველა შემნატროდა, ასეთ კარგ ადგილზე რომ ვცხოვრობდი. მაგრამ, მეზიზღება ზაფხული – კარებს ვერ ვაღებ. ღამეებს ვათენებ. ველოდები როდის შეწყვეტენ მანქანები სიარულს რომ სუფთა ჰაერი შემოვუშვა. გამონაბოლქვის სუნი ცხვირში მაქვს. წარმოუდგენელია ჩვენს ქალაქში ასეთ ადგილზე ცხოვრებაც კი, წარმომიდგენია დიდ გამზირებზე როგორ ცხოვრობენ.

ამის შემდეგ, შევედი Facebook-ზე და მიყოლებით ვნახე სტატუსები, ბავშვს სჭირდება დახმარება, ვიღაცას ლეიკემია აქვს და ასე შემდეგ. დიახ, ვიქნებით ასეთ დღეში! სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას”, – განაცხადა ბაია დვალიშვილმა.

ბაია დვალიშვილის მიმართვა – მგონი ჩვენი წუთებია დათვლილი! ტირილამდე ვარ მისული!

ბაია დვალიშვილის მიმართვა – მგონი ჩვენი წუთებია დათვლილი! ტირილამდე ვარ მისული!

Gepostet von EURUS am Freitag, 22. Juni 2018

http://eurus.ge