ყველაზე გულწრფელი “ესე“-ერთგულებაზე – ჟანა ასანიძე

უნიჭიერესი ჟურნალისტი და უერთგულესი მეგობარი-ჟანა ასანიძე და მისი შეფასება ერთგულებაზე.

გამრუდებულ გზაზე ნაბიჯს რომ ვერ გადადგამ,გული რომ არ გაგიშვებს-ესაა ერთგულება.
თვალები სხვისკენ რომ არ გაგეპარება,რადგან ყველაზე ძვირფასი გულში გეგულება და უფრთხილდები- ესაა ერთგულება.
ეშმაკს ხახაში რომ არ ჩაუვარდები,”იმას”არ ვატკინოო- ესაა ერთგულება.
ჭორს რომ არ აყვები,ეჭვი რომ არ შეგეპარება- ესაა ერთგულება.
საკუთარი სურვილების დათრგუნვას რომ შესძლებ სხვის გასაბედნიერებლად- ესაა ერთგულება.
სახლში სუფთა თვალებით რომ შეხვალ და სინდისი რომ გეამაყება-ესაა ერთგულება.
შესაძლებლობა რომ მოგეცემა და არ გამოიყენებ- ესაა ერთგულება.
საკუთარი ერთგულებაც რომ გეერთგულება- ესაა ერთგულება.
ღალატი აზრადაც რომ არ მოგივა- ესაა ერთგულება და არა ძლივს შენარჩუნებული წესიერება.
სადაც სიყვარულია,იქ ერთმანეთს არ ღალატობენ,სიყვარულმა ღალატი არ იცის.
ქარში,წვიმაში,წარღვნაში,შიმშილში,უბედურებაში,ჯოჯოხეთში ფეხს რომ არ მოიცვლის და არ მოგშორდება-ესაა ერთგულება.
მოღალატის ერთგულებაც შეიძლება,ღალატია მძიმე სატარებელი,თორემ ერთგულება ფრთებივით მსუბუქია…ერთგულებას ვერ სწავლობენ,ან ხარ ერთგული,ან არა!..
მე არ მესმის დროებითი ერთგულების…წარმოუდგენლად დაუცველია შეყვარებული ადამიანი,სრულიად ფარ-ხმალ აყრილი.მხოლოდ ერთგულებით შეიძლება მისი დაცვა…

ავტორი: ჟანა ასანიძე

კომენტარები ფეისბუქიდან