ღორის გრიპის“ მორიგი მსხვერპლი – ბათუმში 48 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში სავრაუდოდ, H1N1 ვირუსის შედეგად, 48 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში 12 იანვარს მოათავსეს. 

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ახლობლების მოთხოვნით პაციენტი ქალაქ ტრაპზონში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
info9.ge