2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში – „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე მსოფლიოში დაავადებათა საერთო ტვირთის 88% შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ სასმელი წყლის ხარისხი გაუმჯობესდება, იქნება ადეკვატური სანიტარია, ჰიგიენა და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ საქართველოს საჯარო სკოლებში, საკმაოდ მძიმე ვითარება აჩვენა.
იუნისეფის 2013 წლის კვლევის თანახმად, საჯარო სკოლების 26%-ში არ არის ე.წ. სანიტარული კვანძები. ქალაქის სკოლების 12%-ში და სოფლის სკოლების 23%-ში ტუალეტის ჯიხურები ან ნაწილობრივ ფუნქციონირებს ან/და არ ფუნქციონირებს. კვლევის მონაცემებით, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ სკოლებს წყალმომარაგების და სანიტარიის კუთხით აქვთ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებში ძალიან დაბალია სანიტარული ნორმების შესახებ ცოდნა.
commersant.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი