მიხეილ სააკაშვილმა, 2007 წელს, სავარაუდოდ თავისი გარემოცვის ვიწრო ბიზნეს ინტერების გამო გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთს და საქართველოს შორის.
პირველ რიგში, ეს ურტყავს ადგილობრივ ბაზარს და სოფლის მეურნეობას, რადგან თურქეთს შეუძლია გაცილებით იაფად აწარმოოს პროდუქტი თანაც უხარისხოდ, მაგრამ რადგან საქართველოში გაჭირვებაა ამიტომ ხალხი უფრო იაფ პროდუქციას ყიდულობს. ვერ იქმნება სამუშაო ადგილები. ადგილობრივი ბიზნესმენები არ ჩადებენ ფულს იმ წარმოებაში რომელიც ვერ გაუწევს კონკურენციას თურქულ იაფფასიან იმპორტირებულ პროდუქტებს.
შემდგომ, ეს ხელშეკრულება არაპრპორციულად მოქმედებს რადგან 2016 წელს თურქეთიდან 1,35 მილიარდი დოლარის პროდუქცია შემოვიდა ხოლო საქართველოდან მხოლოდ 173 მილიონის პროდუქცია გავიდა თურქეთში, 2017 წელს 1,37 მილიარდი დოლარის იმპორტაცია განვახორციელეთ და მხოლოდ 217 მილიონი დოლარის ექპორტაცია შევძელით, ხოლო 2018 წლის 9 თვის მანძილზე 1,05 მილიარდი დოლარის იმპორტი და 194 მილიონ დოლარის ექსპორტი.
უნდა აღინიშნოს რომ ექსპორტი ყოველწლიურად თითქმის შვიდჯერ ნაკლებია იმათ იმპორტზე, და გამოდის რომ ყოველწლიურად საშუალოდ 1 მილიარდ დოლარ სუფთა ზარალს ვნახულობთ. თანაც ამხელა სხვაობა სავაჭრო ბალანსში არცერთ ქვეყანასთან არ გვაქვს, დოლო თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი იმპორტიორია.
ასევე თვითონ შეთანხმებაც ძალიან არასამართლიანია, ეს ხელშეკრულება არ მოიცავს ყველა პროდუქტზე ბაჟის გაუქმებას. სია რომელ პროდუქციაზეც თურქეთი ადებს ბაჟს თითქმის ორჯერ დიდია იმაზე რაზეც ჩვენ შეგვიძლია ბაჟის დადება. ხოლო არსებობს კიდევ იმ პროდუქტების დიდი სია რომელზეც თურქეთი კვოტებს გვიწესებს, ხოლო ჩვენ არც ერთ პროდუქტზე არა გვაქვს კვოტების დაწესების უფლება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ვასალური ხელშეკრულება რომლის თავის დროზე გაფორმებაც და ეხლა არ გაუქმებაც არის სამშობლოს ღალატი. ჩვენ, როგორც ჩვენი წინაპრები ვიხდით ხარკის სახით, ერთი მილიარდ დოლარს, ყოველ წელიწადს რომელსაც ამჯერად სავაჭრო ბალანსი ქვია. ეს არის ჩვენთვის მძიმე დანაკარგი რადგან ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც 14 მილიარდი დოლარია.
და ბოლოს, ის ფაქტი რომ მოსახლეობა უფრო იაფად ყიდულობს პროდუქტს არაფერი შეღავათი არ არის რადგან ადგიობრივი წარმოების განვითარების შემთხვევაში მოიმატებს მოქალაქეთა შემოსავალი და თან წარმოება რაც უფრო განვითარდება მით უფრო შეძლებან ფასების დაწევას. ამ პრობლემის მოსახსნელად საჭიროა რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულების გაუქმება, ბარიერების გაკეთება უცხოურ პროდუქციაზე და ადგილობრივი წარმოების დახმარება ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, სუბზიდირებით და გაპიარებით.
თორნიკე ბედიანაშვილი
gorgasaliani.