რა არის სინამდვილეში ევროკავშირი და უნდა გავწევრიანდეთ თუ არა მასში?

მოგეხსენებათ რომ ჩვენი მედია საშვალებები და პოლიტელიტა, აქტიურად უწევენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას პროპაგანდას, თუმცაღა ხალხს არ უხსნიან რა არის ევროკაშირი, როგორია მისის სტრუქტურა და რას გულისხმობს ევროკავშირის წევრობა.

პირველ რიგში, გვინდა გითხრათ რომ თავიდან როდესაც ევროკავშირი ჩამოყალიბდა ის იყო თავისუფალი ვაჭრობის ზონა და შემდგომ კავშირის ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოდ ამ კავშირის ქვეყნებში გადაადგილება. რაც შეეხება ევროკავიშირის განვითარების შემდეგ ეტაპებს ესენი იყვნენ ინტეგრაცისს ის ეტაპები რომლებიც მიიწევდნენ ევრო კავშირის ერთ ქვეყანად ჩამოყალიბებისთვის. ეს იყო ერთიანი კანონმდებლობის, ერთიანი ვალუტის თუ სხვა ერთიანი ხელსაწყოების შემოღება. აქვე უნდა ითქვას რომ ევროკავშირის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის აშშ ს რომელთა თავდაპირველი მიზანი იყო ევროპის შეერთებული შტატების შექმნა და ეს ცნობილი ფაქტია.

შემდგომში, ასევე დასაფირებელია ის ფაქტი რომ ევროკავშირში გაწევრიანებსთვის ქვეყანამ თავის კანონმდებლობის 75% უნდა დაუქვემდებაროს ევროკავშირის კანონმდებლობას. ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანა 75% სუვერენიტეტს კარგავს და მხოლოდ 25% ით რჩება თავისუფალი.

ეხლა რაც შეეხება სტრუქტურებს. ევროკავშირში არის სამი მთავარი სტრუქტურა : ევროსაბჭო რომელც არის მთავარი ორგანო და რომელსა გააჩნია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ძალაუფლება. მასში თითო ქვეყანას თითო ხმა აქვს თუმცა მაინც დიდი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს რადგან პატარა ქვეყნებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან.

შემდეგ ევროპარლამენტი რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო ძალაუფლება მაგრამ შეზღუდული. აქ ერთი ფაქტია არის ძალიან საინტერესო: ევროპარლამენტის შენობა ძალიან წააგავს ბრუგელის ცნობილ ტილოს, “ბაბილონის გოდოლს” და ეს არ არის შემთხვევითი. მათი სლოგანი ბევრი ენა და ერთი ხმა, ამ შენობასთან ერთად წარმოადგენეს ერთგვარ მცდელობას ახალი ბაბილონის გოდოლის აშენების და ერთ დიდ ქვეყნად ჩამოყალიბებისას.

და ბოლოს ყველაზე საშიში ორგანო ევროკომისია, რომელიც თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ევროპის ერთიანი მთავრობა მაგრამ საბედნიეროდ ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს მიზანს. ევროკომისია არის დამოუკიდებელი ორგანო სადაც კავშირის შემავალ ქვეყნებს არ ყავთ წარმომადგენლები. მას აქვს აღმასრულებელი ფუნქცია მაგრამ ასევე აქვს უფლებ კონკრეტულ ქვეყნებს მისცეს დირექტივები რაც გულსხმობს მოწოდებაში ამა თუ იმ კანონის შეცლას და ამ დროს ქვეყანა ვალდებულია ეს შეასრულოს რაც არაერთხელ გამხდარა ევროკავშირში განხეთქილების მიზეზი.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს როგორც თავისუფალი ვაჭრობა ისე უვიზო მიმოსვლა უკვე აქვს ევროკავშირთან რაც ევროკავშირის თავდაპირველი სტადია იყო. ზემოაღმიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო ევროკავშირში შესვლა არ შეიძლება რადგან ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს დავკარგავთ ხოლო ეკონომოკური თვალსაზრისით იმაზე მეტს ვერ მოვიგებთ რაც უკვე გვაქვს ან მომავალში გვექნება.
თორნიკე ბედიანაშვილი.
Gorgasaliani.