რატომ გაიმეტეს ბავშვი

პერსონალური ტრენერი, ფიტნეს და იოგას ტრენერი, ბლოგერი ნინა ილურიძე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

მან გააპროტესტა გარდაცვლილი ბავშვის მამის კომენტარი, თითქოს ბავშვზე არავინ ძალადობდა:

“ტყუილი! 
10 დღით ადრე საკუთარი თვალით ვიხილე ეს ნაცემი პაწაწინა გოგო იაშვილის კლინიკაში! 
შემზარა რაც ვნახე! პატარას ერთი სანტიმეტრი არ ჰქონდა დატოვებული და ლურჯების და დაწითლების გარეშე.
ხელში აყვანილი გადმოიყვანეს სასწრაფოს ექიმებმა და მისაღებში დასვეს. არც ტიროდა. საოცარი სიმშვიდე ეფინა ნატანჯ სახეზე! უფრო

გაოცებული შეჰყურებდა ექიმებს, რომლებიც მის გარშემო დაფუსფუსებდნენ. შევატყე, არ იყო ასეთ მზრუნველობას მიჩვეული…

იქ გაივიგე, რომ დედამისმა სცემა, მეზობლებმა პატრულს დაუძახესდა დედა დააკავეს.
მაშინ ამ ფაქტის შესახებ ფბ-ზე დაწერასაც ვაპირებდი, ისე შემზარა, მაგრამ ჩემი პატარა ძმისშვილის გამო, რომელიც კლინიკაში ტრამვის გამო მივიყვანეთ, ისეთი განერვიულებული ვიყავი, თავი ვერ მოვაბი.

იმასაც ვფიქრობ, იქნებ უნდა დამეწერა, ბევრი აქტიური ადამიანი მყავს მეგობრებში და იქნებ რამე რეაგირება ჰქონოდა.
როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივხვდი – ის იქნებოდა!

ფოტო დავინახე და…

ეს პატარა ნატანჯი დალურჯებული სახე არასდროს დამავიწყდება…
რატომ დააბრუნეს სახლში? ან ექიმებმა ან პატრულმა რა მეზომები რატომ არ მიიღეს! როგორ შეიძლებოდა მისი უკან დაბრუნება!
ახლა კი მწარედ ვფიქრობ – უნდა დამეწერა ალბათ მაშინვე”.

mshoblebi.ge. alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.