საქართველო და უკრაინული ავტოკეფალიის ხაფანგი

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ავტოკეფალიის ტომოსი უკრაინელ მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს გადასცა. ამას რუსული ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი და სხვა ეკლესიების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გავიდა საკმაო დრო, თუმცა არც ერთ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ უღიარებია. საზოგადოდ, საეკლესიო დიპლომატიას საეროსთან შედარებით დაბალი ტემპი და სიფრთხილე ახასიათებს. არ ჩქარობს რუმინეთის ეკლესია(იგულისხმება ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება და არა ცალკეული იერარქების კომენტარები), რომელიც ამ საკითხში კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ განიხილება. რუმინელების პოზიცია საგულისხმოა იმიტომ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მღვდელმთავარს ბუქარესტში სურს, მოლდოვაში რუსული ეკლესიის პოზიციები დაახლოებით იმ სცენარით შეასუსტოს, რომელიც უკრაინაში გათამაშდა, და საკუთარი გავლენა გააფართოვოს. ფრთხილობს ალბანეთის ეკლესიაც,რომელიც ერთ-ერთ პირველ “ამღიარებლად” განიხილებოდა, აგრეთვე, ელადისა დაიერუსალიმის ეკლესიები, რომელთა მხარდაჭერის იმედი კონსტანტინოპოლს ნამდვილად აქვს. თქმული არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ეკლესიები ავტოკეფალიას არ აღიარებენ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ისინი საკითხს დეტალურად შეისწავლიან, შეაფასებენ რისკებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ შემდეგ მიიღებენ.

სხვა ეკლესიების დამოკიდებულება უკრაინული ავტოკეფალიის მიმართ კიდევ უფრო ფრთხილია, ხშირად _ ნეგატიური. ეს, უპირველესად, სერბეთის ეკლესიას ეხება, თუმცა დიდი ენთუზიაზმი არც პოლონეთისადა ანტიოქიის ეკლესიებში შეინიშნება. აქ განხილვის სტადია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ხანგრძლივი იქნება, ხოლო საბოლოო ვერდიქტი შეიძლება უარყოფითი გამოდგეს.

საგულისხმოა, რომ სასწრაფოაღიარებისკენ ქართულ ეკლესიას მათშორის ის ადამიანები მოუწოდებენ, რომლებიც თავის დროზე თვლიდნენ, რომსაქართველო აქტიურად უნდადაუპირისპირდეს რუსეთს, უფრომკვეთრად, ვიდრე ამას სხვა, გაცილებითძლიერი ქვეყნები აკეთებენ. მაშინ ისინიხელისუფლებაში იყვნენ და ხელი შეუწყვესსაქართველოსა და რუსეთისურთიერთობის კატასტროფულგაუარესებას, რომელიც 2008 წლის ომითადა ეროვნული ტრაგედიით დაგვირგვინდა.მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა, ამჯერად ეკლესიის წინამძღოლობით, ისევ ავანსცენაზე უნდა გამოვიდეს, თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ამას რუმინელები, ბულგარელები და სხვები გააკეთებენ.

ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო ზრდის დაძაბულობას საპატრიარქოში, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში იმყოფება _ ზოგიერთი იერარქი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდა. ექსპერტების ნაწილიპირდაპირ ამბობს, რომ ქართულ ეკლესიასგანხეთქილების საფრთხე ემუქრება და, ასეთ უკიდურესობამდე საქმე რომც არმივიდეს, შიდა დაპირისპირებამ მისიავტორიტეტი შეიძლება მკვეთრადშეამციროს და მისი არაკეთილმოსურნეებიმიაღწევენ იმ მიზნებს, რომლებსაცხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვერმიაღწიეს.

თუ ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას სხვებზე ადრე აღიარებს, მკვეთრად გაიზრდება რუსული ეკლესიის საპასუხო ნაბიჯის საფრთხე, უპირველესად _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რადიკალური პოლიტიკის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ეს არ მოხდება. 2008-ში ისინი სწორედ ასე ირწმუნებოდნენ, რომ რუსები აღიარებას ვერ გაბედავენ, რომ მათ ჟანგიანი ტანკები ჰყავთ და ა.შ.

ამ კონტექსტში საინტერესო განცხადება გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოსეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. მისი თქმით, “აღიარება ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელიც ბევრი პუნქტისგან შედგება და მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი უნდა შეისწავლოს. ამიტომ დღეს ჩვენ მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ აზრის გამოხატვა ძალიან არაკორექტული იქნება სხვა ეკლესიების მიმართ, რომლებიც დიპტიხით ჩვენ წინ არიან. ასეთებია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დიპტიხით მეორე ადგილზეა, ანტიოქია, იერუსალიმისა და სხვა ეკლესიებიც, თუ გავითვალისწინებთ დიპტიხის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსეულ ვერსიას. სანამ ამ საპატრიარქოების აზრი ოფიციალურად არ იქნება გამოქვეყნებული, მანამდე ჩვენ ჩვენს პოზიციას, რომც გვქონდეს ჩამოყალიბებული, ვერ გამოვხატავთ. ეს უტაქტობა და არაკორექტულობა იქნება”. “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მან ასევე თქვა, რომ “კონსტანტინოპოლის ეკლესიასსაქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისაღიარებისთვის 1500 წელი დასჭირდა”. ამ განცხადებას საინტერესო ქვეტექსტი აქვს _ კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში საქართველოს ეკლესია, მისი ისტორიისა და ავტორიტეტის მიუხედავად, მხოლოდ მეცხრე ადგილზეა (შედარებისთვის _ რუსეთის ეკლესიის დიპტიქში საქართველოს ეკლესია მეექვსე ადგილზეა). თუ კონსტანტინოპოლი თბილისის მხრიდან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდება, ქართულ მხარეს აქვს სრული უფლება, მისთვის საინტერესო თემებზე მიუთითოს. “კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ ჩქარობს ანალოგიური ტომოსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და დღემდე არ აქვს მოგვარებული მისი დიპტიხის საკითხი”, _ განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღეს ყველა ავტოკეფალიური ეკლესია ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს კრიზისი იმისთვის, რომ საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესოს ან, ყოველ შემთხვევაში, არ გაიუარესოს, ამიტომ სამკუთხედში “კონსტანტინოპოლი-მოსკოვი-კიევი” ძალიან ფრთხილად მოქმედებს. რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც დამოკიდებულება უკრაინული ავტოკეფალიის მიმართ დადებითია (თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც), არავინ მოუწოდებს სინოდს, წინა ხაზზე გამოვარდეს და კამიკაძის როლი შეასრულოს. რატომ ან რისთვის? საქართველოში ყველაფერი პირიქითაა.

საპატრიარქოს გარდა უტევენ მთავრობასაც, თუმცა გაუგებარია, რა ლოგიკით უნდა მიულოცოს “ქართული ოცნების” მთავრობამ ერთ-ერთმა პირველმა ეკლესიას, რომლის ხელმძღვანელმა ფილარეტმა ბაჩო ახალაია2016 წელს წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა “უკრაინაში სულიერების აღორძინებისთვის”. ძნელი სათქმელია, რა და როგორ ააღორძინა ახალაიამ უკრაინაში, თუმცა ოფიციალურ თბილისს ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, არ დავიწყებია. არც ის, რომ პოროშენკოს ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უგულებელყოფდა მის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას თანაგუნდელებთან ერთად აწინაურებდა; ხელს უწყობდა იმას, რომ რევანშისთვის ბაზა შეექმნათ. თქმული არ ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში წყენა ან ვიწროპარტიული ინტერესი მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს, მაგრამ ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დაასწროს საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში კოლეგებს საბერძნეთიდან, რუმინეთიდან თუ ბულგარეთიდან და საპატრიარქოს პოზიციის ჩამოყალიბებას არ დაელოდოს?

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობა ყველასთვის ცხადი არ არის, არც ის, რომ არავის ვალი არ გვმართებს. მით უმეტეს, რომ ამ საკითხს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეტექსტი აქვს. დაპირისპირება უკრაინის გარშემო მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების წარმოქმნის საფრთხეს ზრდის. ამასთანავე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენის სწრაფი ზრდა შეიძლება “მართლმადიდებლური პაპიზმის” აღმოცენების რისკს დაუკავშირდეს.

გასულ კვირას ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მოგვითხრო იმის თაობაზე, როგორ გაუჩნდა 2013 წელს იდეა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება დროებით კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის დაეთმო. მან მიიღო ბიძინაივანიშვილის თანხმობა საპატრიარქოსთან მოლაპარაკების წარმოებაზე, თუმცა ეპისკოპოსებმა მის ინიციატივას მტკიცე უარით უპასუხეს. გამორიცხული არაა, მათ ჩათვალეს, რომ კონსტანტინოპოლი შეეცდებოდა, აფხაზეთზე მუდმივი კონტროლი დაემყარებინა. იმაზე, რომ ის გავლენის სფეროს მუდმივი გაფართოებისკენ მიისწრაფვის, თუნდაც “უკრაინული ტომოსის” შინაარსი მიუთითებს.

ყველა საზღვარგარეთის ეპარქია,  რომლებსაც რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფილი უკრაინელი მღვდელმსახურები აკონტროლებდნენ,  კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში გადავა. უკრაინელები ვერ შეძლებენ მირონის დამზადებას (ეს ავტოკეფალიურობის ერთ–ერთი ნიშანია) და მას  კონსტანტინოპოლიდან მიიღებენ.  ტომოსში აღნიშნულია, რომკონსტანტინოპოლს რჩება “უკრაინაშიეგზარქატისა და წმინდა სტავროპიგიისუფლება”, ძალიან მაღალია იმისალბათობა, რომ ზოგი საეკლესიო ობიექტიუშუალოდ მის კონტროლსდაექვემდებარება. პატრიარქი ბართოლომეოსი ახალი ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის უმაღლესი სააპელაციო ინსტანცია გახდება, უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელს კი ტიტულის შეცვლა არ შეეძლება (ამჟამად მას უწოდებენ “კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს” და არა პატრიარქს). არის სხვა ნიუანსებიც, რომლებიც უკრაინულ ავტოკეფალიას ერთობ ფარდობითს ხდის, თუმცა მთავარია სხვა რამ. თუ პაატა ზაქარეიშვილს ეგონა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია დროებითი უფლებების მიღების შემდეგ, რაღაც მომენტში, საქველმოქმედო ორგანიზაციის მსგავსად, აიბარგებოდა და აფხაზეთიდან წავიდოდა, მის ოპონენტებს საპატრიარქოში ჰქონდათ საფუძველი იმისთვის, რომ სრულიად საპირისპირო ევარაუდათ _ მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ისტორია სწორედ ამაზე მიუთითებს. ასე რომ, როგორც ამ, ისე “უკრაინულ” შემთხვევაში, სიფრთხილეს, გონიერებასა და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას ალტერნატივა აქ აქვს.
ლუკა ნემსაძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.