საქართველო საბედისწერო გზაგასაყართან

მხედველობაში მაქვს ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინელი “რასკოლნიკებისთვის” ე.წ. ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა… ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: ბართოლომეოსი მხოლოდ ნომინალურად ითვლება მსოფლიო პატრიარქად, ეს ერთი; ბართოლომეოსი თურქეთის მოქალაქე რომ არის და თურქეთ-ისრაელ-აშშ-ის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი, არავისთვის საიდუმლო აღარ არის, ეს ორი; და ყველაზე მთავარი _ მსოფლიოში სულ 300 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანია და მათი ნახევარი, 150 მილიონი, მოსკოვის საპატრიარქოს მრევლია. ჰოდა, თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, ვინარის მსოფლიოს  რეალური, გნებავთ, დეფაქტო პატრიარქი _
 ბართოლომეოსი, რომელსაც  სტამბოლის  რეზიდენციის მიღმა ქუჩაში ანაფორით გამოსვლა ეკრძალება, თუ რუსეთის უდიდესი,  უმდიდრესი და უძლიერესი ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქი კირილე?

იმის დასანახავად, რომ რუსეთის იმპერია, პრაქტიკულად,
უკვე ალყა შემორტყმულია ნატოს ინფრასტრუქტურითა თუ სამხედრო ბაზებით, დიდი პოლიტოლოგ-ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია, პოლიტიკური რუკის ფერების გარჩევა იცოდე და ცხადი შეიქნება, რომ ზემო ხსენებული ალყის საბოლოოდ შემორტყმას უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ვიწრო ზოლზე ნატოს ბაზების განლაგებაღა აკლია, რაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა პენტაგონმა. სამაგიეროდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახერხა, რუსეთისთვის უკრაინად წოდებული ისტორიული ტერიტორიის ნაწილი პოლიტიკურად “აეხია”…

დიახ, უკრაინად წოდებული, რადგანაც ისტორიულად იმ ტერიტორიას, რომელსაც დღეს უკრაინა ჰქვია, სულ ახლახან “აკრაინა”, ანუ რუსულად განაპირა ტერიტორია, ან უკეთეს შემთხვევაში “მალოროსია” ერქვა. დიახ, სულ ახლახან, რადგან, უკრაინა, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი,
ჯერ ვლადიმერ ლენინის, ხოლო შემდეგ ტუტუცი ნიკიტა ხრუშჩოვის გულუხვობით შეიქმნა.

რუსები და უკრაინელები, პრაქტიკულად, ერთი ერია, ეთნიკური ნიშნით რომ გახლიჩეს აშშ-ევროპის ნეოლიბერალებმა და ახლა უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ე.წ. მსოფლიო პატრიარქის მიერ, როგორც იტყვიან, იმავე ოპერიდან არის _ ახლა რელიგიური ნიშნით ცდილობენ დასავლელი ნეოლიბერალები უკრაინელებისა და რუსების დაპირისპირებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსკოვის საპატრიარქო მართლმადიდებელ სამყაროში თანამოაზრეებს ეძებს იმ 
თვალსაზრისით, რომ არ  დაუშვას სხვა  ავტოკეფალიური ეკლესიების მიერ  უკრაინელი“ რასკოლნიკების” ცნობა და ამ ძებნაში იმედის თვალით საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც შეჰყურებს.

დიახ, საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მართალია, მრევლის სიმრავლითა თუ სიმდიდრით ახლოსაც  ვერმივა რუსეთის ეკლესიასთან,  სამაგიეროდ, გაცილებით აღემატება  იმავე რუსეთის ეკლესიას იერარქიულად _ ქრისტეს აქეთ პირველსავე საუკუნეში იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში იესო
ნაზარეველის უშუალო მოწაფეებმა _  სიმონკანანელმა და ანდრია პირველ წოდებულმადა ამიტომაც ეწოდება ქართულ ეკლესიას სამოციქულო.

თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარე, საქართველოს დედაეკლესიის მხარდაჭერა რუსეთის ეკლესიისთვის უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის არაღიარების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსკოვის საპატრიარქოსთვის და სწორედ ეს გვქონდა მხედველობაში, როდესაც ზემოთ დიდი რუსეთისთვის პატარა საქართველოს საჭიროებაზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ,  ნეოლიბერასტულმა ბაცილებმა საქართველოს დედა ეკლესიაშიც შეაღწიესდა სულაც არ  არის უეჭველი, რომ წმინდა სინოდი, საღი აზრიდან გამომდინარე,  პრაგმატულ განჩინებას მიიღებს  და უკრაინელი “რასკოლნიკების”  ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს.  უკვე გაისმის მეუფე ყანდურთა წიკვინი,  საქართველოს დედაეკლესიამ ოკუპანტი რუსეთის ეკლესიის მიმართ მწვავე კონფრონტაციული პოზიცია უნდა დაიკავოსო.

და, რას მოგვიტანს უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და მხარდაჭერა? რას და მოსკოვის საპატრიარქო ავტომატურ რეჟიმში ცნობსაფხაზეთ–ცხინვალის ეპარქიების დამოუკიდებლობას საქართველოს საპატრიარქოდან და უმალ გაწყდება საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არსებული ევქარისტული ძმობა–კავშირი. ანუ, უკანასკნელი  ინსტიტუციური ძაფი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ოცნებაც კი ერთხელ და სამუდამოდ დალევს ჩაილურის წყალს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ არა მხოლოდ წმინდა სინოდშია აზრთა სხვადასხვაობა, არამედ, როგორც ამბობენ, საერო ხელისუფალთა მხრიდან ფარული თუ აშკარა ზეწოლა ხორციელდება საპატრიარქოზე, პირადად მის უწმინდესობა ილია მეორეზე, რათა საქართველოს დედა ეკლლესიამ ცნოს “მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე” უკრაინის ავტოკეფალია.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წიაღს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე აღნავლდნენ მეუფე ყანდურთა ბელადები ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრესა (ცაავა)და ფოთის მიტროპოლიტ მეუფე  გრიგოლის(ერისკაცობაში, გურამ ბერბიჭაშვილი) სახით. ამ მეუფე ყანდურებს საერო ხლისტმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა ავტორიტეტული მეუფენი უწოდა, მაგრამ, საკითხავია, ვის თვალშია ავტორიტეტი მეუფე პეტრე, რომელიც მარტვილის რეზიდენციაში მალავდა სადისტ ძმებ ახალაიებს, მეგიზქარდავას და იქიდან გააპარა საზღვარგარეთ, წმინდა ხატების გვერდით კი უწმინდური სააკაშვილის ბანერები ჰქონდა აყუდებული?!

ან რა უნდა ითქვას მეუფე ყანდურთა ერთ-ერთ მამამთავარ მეუფე გრიგოლზე?

სიმბოლური ფაქტია, რომ მისმა “სახელოვანმა” მოგვარემ, გიგლაბერბიჭაშვილმა, გასული საუკუნის დასაწყისში დიდი ილია გამოასალმა წუთისოფელს, ხოლო გურამ ბერბიჭაშვილი წლების მანძილზე ძირს უთხრის ილია მეორეს. მოკლედ, ვნახოთ, როგორც წარიმართება პროცესები. იქნებ ახლა მაინც იზეიმოს საღმა აზრმა და საბედისწერო გზაგასაყართან მდგომმა საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთოს…
დავით მხეიძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.