“მოვითხოვთ დამნაშავეების დასჯას”- აღნიშნული მოთხოვნით, “ქართულ ოცნების” ოფისთან დამწვარი “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
“ვითხოვთ ანაზაღაურებას, რაც დაგვიწვა მაჭავარიანმა. ამათი დაკვეთით და ამათი მფარველობით არიან დღემდე, პოლიტიკურ თამაშებს თავი დაანებონ და გამოასწორონ საქმე, თორემ ეს ხალხი დაასამარებს ამათ. ჩვენ სრული ზარალი აგვინაზღაურონ. რომ არა ამათი მფარველობა, ეს საქმე გამოძიებული იქნებოდა, ჯერ გაგვძარცვეს და მერე დაწვეს ბავშვთა სამყარო. მატერიალურ ზიანზე მეტი მორალური ზიანი გვაქვს. ბავშვი რომ გეტყვის კვერცხვი შეგვიწვიო და იმასაც ვერ შეუწვავ, ასეთ დღეში ვართ”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან მეანაბრეებიც.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.