რატომ გამოყარეს ჩვენი ხალხი?

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია  განხორციელდა. ამის თაობაზე  იუწყება გერმანული გამოცემა RTL.

გერმანული მედია საშუალების ცნობით, 62-დან 26 პირს უარი ეთქვა თავშესაფარზე, საქსონიის რეგიონში, დანარჩენები კი თავშესაფარს გერმანიის სხვა რეგიონებში ითხოვდნენ.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ წინა წლებში საქსონიიდან საქართველოში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.