საზოგადოების ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს, პარტიის ოფისში შესვლას ცდილობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. გამოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც აღნიშნულია, რომ “სასამართლო იქცა ხელისუფლების დასაყრდენ სადამსჯელო ორგანოდ” და “კანონით შეიფუთა უსამართლობა”. ასევე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს “საქართველოს” მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
siaxleebi.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.