«ამ სიის შედგენა ყველა დემოკრატიული ნორმის, ადამიანის უფლებების დარღვევაა, ის იქცა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ სპეკულაციად და პროპაგანდისტულ ნაბიჯად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ლობირებენ ამ ცრუ დოკუმენტს, რის შედეგადაც გაჩნდა პუბლიკაციები მედიაში და ამ დოკუმენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც დაუჭირა მხარი», – განაცხადა ჯიოევმა.
მან გაიხსენა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გასულ წელს გაჩნდა, როცა თბილისმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაში ცხინვალის ხელისუფლებას დასდო ბრალი.
«როგორც მრავალრიცხოვანმა ექსპერტიზებმა აჩვენა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გულის უკმარისობის შედეგია. მიუხედავად ამისა, საქართველომ ამაში სამხრეთ ოსეთი დაადანაშაულა. ქართულმა პარლამენტმა შეადგინა ეს სია და შეიყვანა მასში ადამიანები, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ტატუნაშვილის არც სიცოცხლესთან, არც სიკვდილთან. მერე დაიწყეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ დოკუმენტის წარდგენა, როგორც ამ ადამიანის გარდაცვალებაში დამნაშავეების სიის. ცხინვალმა, თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი ყვეა დონეზე გამოხატა. ვიმეორებ, ამ სიაში შეყვანილი ხალხი ტატუნაშვილის საქმესთან არავითარ კავშირში არ არის, ისინი სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში გარკვეულ თანამდებობებს იკავებენ და მსგავსი დოკუმენტის შედგენა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიწოდება ამ ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს», – დასძინა ჯიოევმა.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.