25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რაც თქმით ადვილი გეჩვენებოდათ, შესასრულებლად რთული იქნება. შეიძლება ვინმემ არ შეგისრულოთ დანაპირები, არ გაამართლოს თქვენი იმედი. თუმცა, შეიძლება ადამიანის კი არა, გარემოების ბრალი იყოს ყველაფერი.
კურო 
თუ გარშემო მყოფები ცუდ ხასიათზე არიან, საკუთარ თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ დასჭირდებათ, მოვლენ და დახმარებას გთხოვენ. თქვენი ყოველდღიური საქმეები აკეთეთ.

ტყუპი
დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ, მერე იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ. შეიძლება მეგობრებთან შეხვედრაზე, მგზავრობაზე მოგიწიოთ უარის თქმამ. არ გაცივდეთ და კომპიუტერთან გვიანობამდე ნუ იჯდებით.

კირჩხიბი
მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. მასთან ურთიერთობის გაწყვეტას. აკონტროლეთ შვილების ქცევა, რათა არ ჩამოუყალიბდეთ მავნე ჩვევები.

ლომი
თუ მოინდომებთ, ჩხუბის მიზეზს სწრაფად მოძებნით, მაგრამ ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. მოერიდეთ დეპრესიულ ხალხთან ურთიერთობას და თავადაც მეტად იმხიარულეთ.

ქალწული
მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ და კონტაქტიც მხოლოდ აუცილებელ ადამიანებთან იქონიეთ. იყავით ზრდილობიანი და არა კრიტიკული. თუ კონკრეტულ ადამიანთან არ გსურთ ურთიერთობა, თავიდანვე დისტანცია დაიკავეთ.

სასწორი 
დაუგეგმავი ფულის ხარჯვა გელით, მშობლების ან შვილების გამო. საღამოს შეიძლება ჩაიშალოს პაემანი ან წვეულება. არ დაგავიწყდეთ, გადაიხადეთ გადასახადები, შეეხმიანეთ საჭირო ადამიანებს.

მორიელი
თქვენმა გულჩაკეტილობამ შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ თქვენც და გარშემო მყოფებსაც. აკონტროლეთ სიტყვები. ის, რაც თქვენ ხუმრობად მიგაჩნიათ, სხვისთვის შეიძლება შეურაცხყოფა იყოს.

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, მოსალოდნელია უსიამოვნება მგზავრობისას. შეიძლება პრეტენზიები გამოთქვან გარშემო მყოფებმა. თქვენი შეხედულება/გემოვნება არ დაემთხვას ახლობლისას. მოერიდეთ ინტერნეტნაცნობობას.

თხის რქა
მეტად დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სირთულეების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. არ აიღოთ კრედიტი.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. გაუფრთხილდით თვალებს და ნერვულ სისტემას, მოერიდეთ საკუთარი უპირატესობის/სიმართლის დამტკიცებას იმ ადამიანთან, ვისაც თქვენი არ “ესმის”.

თევზები
მაქსიმალურად შეამცირეთ ვირტუალური კონტაქტები. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას. არ ესაუბროთ უცნობებს. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის გაღრმავებას.