ელისაბედ მეორე ნიკა გვარამიას “sir”-ის ტიტულს მიანიჭებს – ოთო სტეფანიშვილი

საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი”-ს დირექტორი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ინტერპოლის მიერ ძებნილი პირის დაკავებას ეხება.

“რუსთავი 2-მა ხომ იპოვა ინტერპოლის ძებნილი – ხოდა დიდი ბრიტანეთში ლორდთა პალატაში სულ დედის იმის გინებით ითხოვენ ლორდები მი – 6-ის და მი – 7-ის გაუქმებას და “რუსთავი 2”-სთვის დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის უფლებამოსილების გადაცემას.

ასევე ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აპირებს სირ – ის (ბრიტანულად sir -ის ტიტული) მიანიჭოს ნიკა გვარამიას Nika Gvaramia, სანდო წყაროს ინფორმაციით დედოფალს აცნობეს, რომ ნიკა გვარამია უკვე სარგებლობს “სირ-ის” ტიტულით საქართველოში და ბრიტანული “სირ-ის” ტიტულიც მეტად დაამშვენებდა.”– წერს სტეფანიშვილი ფეისბუქში.