პირველი კადრები ხაშურიდან, სადაც რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა (video)

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა, აღნიშნულის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
„დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
ვიდეოს და ფოტოებს გვერდი “ხაშური ჩემი ქალაქია” ავრცელებს.