GB მობილური ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო დრო და უფასო შეტყობინებები 5 ლარად ერთ თვის განმავლობაში – ეს არის ინტერნეტის საშუალებით შემუშავებული სქემის ნაწილი, რომლითაც, შესაძლოა, უკვე საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა.
ფეისბუკზე ერთ-ერთმა გვერდმა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საიტზე მიბმული გრაფიკულად დამუშავებული პოსტის რეკლამირება მოახდინა, რომლითაც მოქალაქეებს მობილურისთვის წარმოუდგენლად შეღავათიანი სერვისი შესთავაზა.
შეთავაზებით მოხიბული პირები დაკლიკების შემთხვევაში გადადიოდნენ საიტზე, სადაც შეჰყავდათ თავიანთი საბანკო და პერსონალური მონაცემები. მოქალაქეები 5 ლარს ნებაყოფლობით რიცხავდნენ გაურკვეველ ანგარიშზე, ხოლო მოგვიანებით მათი ბარათებიდან 150-200 და უფრო მეტი თანხა ავტომატურად იჭრებოდა. საქმე ისარის, რომ მსხვერპლები 5 ლართან ერთად თავიანთ საბანკო და პერსონალურ მონაცემებსაც უზიარებდნენ სავარაუდო თაღლითს.
სავარაუდო თაღლითური სქემის რეკლამირებული პოსტის ქვეშ რამდენიმე წუთის ინტერვალით ერთი ადამიანი მაინც წერდა, რომ ბარათიდან თანხები ჩამოეჭრათ მას შემდეგ, რაც გაურკვეველ საიტზე მითითებულ ინსტრუქციას გაჰყვნენდა საკუთარი საბანკო მონაცემები შეიყვანეს. როგორც ეს პირები ამბობენ, აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორი მათ ფეისბუკის გვერდიდან ბლოკავდა, ხოლო კომენტარებს სისტემატურად შლიდა, თუმცა ნაწილი ნეტ გაზეთმა სქრინის სახით შეინახა და ამ მოქალაქეებს დაუკავშირდა.
აღნიშნული ფეისბუკის გვერდი და საიტი რამდენიმე საათის წინ გაუქმდა – მას შემდეგ, რაც ნეტ გაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა შესაძლო დანაშაულის შესახებ.
ნეტგაზეთი. alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.