აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქომ ოფიციალურ თბილისს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა. მიზეზი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხური მოსახლეობით დასახლებულ სოფელ ბუღაშენში მიხეილ ავაკიანის ძეგლის გახსნა გახდა.
“ძეგლი გასული კვირის ბოლოს გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – იუწყება რადიო “აზატუტიუნი”.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, «ავაკიანი აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციასა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა”.
«საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, სადაც წაუყენეს მოთხოვნა, დაუყოვნებლივ დაარეგულიროს ეს საკითხი», – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა და იქვე დასძინა, რომ “მომხდარი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება”.
ჩინოსნის განცხადებით, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში შეხვედრა გამართა ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებთან და მათ ბაქოს უკმაყოფილება გადასცა.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.