ფრენები შეჩერდა ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტის მიმართულებით, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომელთა ნაკლებობითაა გამოწვეული, განაცხადა შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო სამსახურმა.
თანამშრომელთა ნაკლებობა აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვითაა განპირობებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტროლიორები ამჟამად ხელფასის გარეშე მუშაობენ.
ფრენები ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე შეჩერდა.
აეროპორტს ყოველწლიურად 30 მილიონი მგზავრი იყენებს.
საჰაერო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების თაობაზე მკაცრი გაფრთხილება გააკეთეს.
22 დეკმებრის შემდეგ, უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, აშშ-ის მთავრობა ნაწილობრივ დახურულია – მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა შეერთებული შტატების ისტორიაში – და ფედერალური სამთავრობო უწყებების 800 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდაა დარჩენილი.
http://guardian.ge