რა უნდა ახსოვდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს?
აშშ–ისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესები საქართველოში დიამეტრულად საპირისპიროა, მაგრამ, როდესაც ოფიციალური თბილისი მოსკოვთან კინკლაობას იწყებს, ამერიკისა და რუსეთის განზრახვა საქართველოს მიმართ დროებით ერთმანეთს ემთხვევა. მათ, ვინც ამ ზრახვებს განხორციელებას ეწინააღმდეგება ან არასაკმარისად უწყობს ხელს, კლავენ, როგორც გამსახურდიას, ან, უბრალოდ, ამხობენ, როგორც შევარდნაძეს. საქართველოში კი სამოქალაქო ომები და სახელმწიფო გადატრიალებები ხდება, რომელთა შედეგად ქვეყანა ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ კარგავს.
* რა მიზნით გადაწყვიტეს ამერიკამ და რუსეთმა, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება აიძულონ?
რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის გაჯანჯლების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პერიპეტიების მიღმა მთავარი გამოგვრჩა _ რუსეთმა და აშშ–მაპირველად ერთდროულად მოუწოდეს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგრამ ეს სხვადასხვა ნაირად გააკეთეს:
რუსეთმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს, აღიაროს “ახალი რეალიები”, რათა “საფრთხის ქვეშ არ დააყენოს მიღწევები” (1 მლრდ დოლარის საქონელბრუნვა, საქართველოში წარმოებული ღვინის 3/5-ის იმპორტი, 1,4 მილიონი რუსი ტურისტი) და “აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა” (გრიგორი კარასინის განცხადებები Коммерсантъ-სა და ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში).
აშშ საქართველოს ნატოს წევრობას მაპის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე შესთავაზებს, მათზე ნატოს წესდების მე-5 მუხლის, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოებას გულისხმობს, გაუვრცელებლობით მანამდე, “სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით არაღდგება”. აქაოდა, ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა “შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსეთთან ომის ავტომატურად დაწყებას ნიშნავს” (იხ. ამერიკის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის _ Heritage Foundation-ის მოხსენება “საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის”. ავტორი _ ლუკ კოფი, დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი).
ამ “ლამაზად შეფუთულ კანფეტს” ქართველ ხალხს ნატოს 2018 წლის 11-12 ივლისის ბრიუსელის სამიტზე შესთავაზებენ, საქართველოს ხელისუფლება კი, მაგალითად, პრეზიდენტი მარგველაშვილი, კულუარულ საუბრებში, უკვე დიდი ხანია, ამ კომპრომისს დათანხმდა, იმიტომ, რომ:
1.ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები (ა.წ. 27 ოქტომბერი) და მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა ისევ სურს, თუნდაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე;
2.ახლოვდება რუსეთთან საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების რეალიზების ვადა და ნატოს სამიტი ბრიუსელში, რაც ქვეყნის მბრძანებლებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
* რისთვის სჭირდება საქართველოს ნატო?
რუსეთისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში საქართველოს დახმარებაზე ნატომ უარი თქვა, მეტიც _ საქართველოს გასაერთიანებლად თავის რიგებში ნატო ამ რეგიონების “დროებით” დავიწყებას მოითხოვს, “სანამ საკითხი რუსეთთანმშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არგადაწყდება”. ესე იგი, ნატოს არც რუსეთისგან საქართველოს დაცვა შეუძლია, იმიტომ, რომ “რუსეთთან ომის ეშინია” (აშშ მხოლოდ “ფერად რევოლუციებში” იმარჯვებს, ომებში მარცხდება).
მაგრამ, თუ არც პირველია და არც მეორე, მაშინ რისთვის სჭირდება საქართველოს ნატო?
ან რატომ უნდა ეშინოდეს რუსეთისასაქართველოს? _ იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდა, საქართველო ნატოში შევიდეს და ამგვარად ნატო “რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდეს”, რისთვისაც რუსეთი “მუშაობას განაგრძობს” (იხ. კარასინის ინტერვიუ ТАСС-თან). ესე იგი, თუსაქართველო ნატოში არ შედის, რუსეთისაღარ უნდა ეშინოდეს?!
და, თუ რუსეთისგან არა, მაშინ ვისგანშეუძლია ნატოს საქართველოს დაცვა?მოძმე სომხეთისა და აზერბაიჯანისგან ან ნატოს წევრი თურქეთისგან? თუ თურქეთისგან, მაშინ გამოდის, რომ ნატომსაქართველო… ნატოსგან უნდა დაიცვას?!საქართველო ხომ, ჩამოთვლილთა გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანას არ ესაზღვრება! თუმცა, თუ თურქეთს, აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით, აფრინში შეჭრა გამოუვა, შემდეგი იქნება აჭარა _ ის, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადა მალე ამოიწურება, ერდოღანს გაცილებით მეტად იზიდავს, ვიდრე სისხლისგან დაცლილი “ქურთისტანი”. ხოლო რა შეიძლება შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით საქართველოში მოხდეს, ამ წერილის პრეამბულაშია ნათქვამი.
საქართველოში ამერიკის პრეზიდენტისნაცვლის სასახლე, ანუ აშშ-ის საელჩო თბილისის გარეუბანში (საქართველოს სამხედრო გზაზე): ფანჯარა-სათოფურებიანი ბეტონის ბასტიონი მთელ პერიმეტრზე დაცული შიშველი ზონის ცენტრში, მიწისქვეშა თავშესაფრით, სამხედროებისთვის ყაზარმებითა და იარაღიანი ბუნკერებით
* რატომ არ ესმით საქართველოშიკარასინის?
“ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატოს გააქტიურებას საქართველოში. ციფრებს არ მოვიყვან, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა იარაღის მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს დააფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენიმეზობლების შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო გაწევრებას ალიანსში, მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწებთ და ოპტიმისტებად დავრჩეთ (იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ თუ… _ ა.ხ.). თავის მხრივ, რუსეთი განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ არარეგიონული სამხედრო–პოლიტიკური ბლოკები ჩვენს საზღვრებს არ მოუახლოვდნენ და კიდევ უფრო არ გააღრმავონ ჩვენს მეზობლებთან ისედაც არსებული სირთულეები” (კარასინის ინტერვიუდან. ТАСС-ს).
რომელ საზღვარს გულისხმობს კარასინი, როდესაც ლაპარაკობს “რუსეთისა და მისიმეზობლების შეშფოთებაზე” საქართველოს ალიანსში შესვლის შემთხვევაში რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების გამო? _ რუსეთ-საქართველოს საზღვარს? მაგრამ, თუ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მეზობლებად აღიარებს, მაშასადამე, იქ რუსეთ-საქართველოს საზღვარი არ გადის, ესე იგი კარასინს მხედველობაში აქვს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დანარჩენი 572 კილომეტრი, რომელიც კავკასიის ქედზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზე, გადის; და, აგრეთვე, რუსეთის “მეზობლების” _ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრები.
და რას გულისხმობს კარასინი “მუშაობისგაგრძელებაში”? _ ალბათ, ისეთ ქმედებებს, რომლებიც “ოპტიმისტებად დარჩენის” საშუალებას აძლევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მისაღებად. აი ამ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოში შევა, “არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი” რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აღმოჩნდება არა მხოლოდ არასტაბილურ პანკისის ხეობაში, არამედ მდინარე ენგურზეც.
მაგრამ რატომ არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას, რას ამბობს კარასინი? რატომ არ ესმით ქართველ დიპლომატებს, რა წერია რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაში? _ იქნებ, იმიტომ, რომ საქართველოში დაავიწყდათ რუსული ენა, რომელსაც თებერვლის ბოლოდან საქართველოს სკოლებში მეორე უცხო ენადაც კი აღარ შეასწავლიან?!
* რისთვის სჭირდებათ ქართველებს“ჯაველინები”?
“რად გინდათ “ჯაველინები”? _ ჰკითხა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, შემდეგ ვაზიანის მიწისქვეშა ანგარის რკინის მასიური კარი ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. მიწისქვეშა საცავში აშშ-დან ჩამოტანილი ტანკ საწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები (javelin) შეინახეს, რომლებზეც ქართველებს ხელს თუ ახლებინებენ, ისიც მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით, რათა, ღმერთმა ნუ ქნას, ერთმანეთი არ ამოჟუჟონ ან კიდევ უარესი _ ცხინვალის თუ გალის მიმართულებით გაისროლონ!
აი, თურმე რატომ ახსენა კარასინმა ვაზიანი.მას ხომ კარგა ხნის წინათ მოახსენეს, ვაზიანის ბორცვებში განლაგებული რა მიწისქვეშა ნაგებობები და კომუნიკაციები შეიძლება ერგოს ნატოს მემკვიდრეობით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისგან.
რისთვის სჭირდებათ ქართველებს“ ჯაველინები”, რომელი მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად? საქართველოსთვის ხომ, როგორც ზემოთ გაირკვა, მთავარ საფრთხეს, რუსეთი კი არა, საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა წარმოადგენს: არ არის ნატო _ არ არის პრობლემა!
თუ თბილისი მოსკოვს ამჯერადაც არ მოელაპარაკება და კინკლაობას გააგრძელებს, რუსეთისა და აშშ-ის ამოცანები საქართველოში, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ისევ დაემთხვევა, ხოლო ეს, ჩვეულებრივ, როგორ მთავრდება, ამ წერილის დასაწყისშივე წაიკითხეთ. ამ შემთხვევაში ნატო მიიღებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი რუსეთი წაიღებს!
არნო ხიდირბეგიშვილი,
“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი
Geworld.ge.