ელიავას ლიკვიდაცია საერთოდ, მით უფრო იმერეთში, ზესტაფონში ,იყო უდიდესი შეცდომა, მეტიც, სახელმწიფო დანაშაული. ამის აღიარება დღესაც კი უჭირთ!
დაფიქრებისთვის, სააკაშვილს მისი პრეზიდენტობის დროს , წერილობით მივმართე ,მომხდარიყო ამ ფაქტის შესწავლა.. როგორც ჩანს,არ აწყობდათ.
ჩემთვის ოდნავადაც არ არის საეჭვო, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, მეტიც, მოქკავშირის ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილი. ამ დროს პარტიას შევარდნაძე-სააკაშვილის ტანდემი ხელმძღვანელობდა:
ამას დღეს არ ვამბობ, მკვლელობის დღეს ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი ოპერაციის ხელნძღვანელს, კენჭაძეს, მერე სატელეფონო საუბარში პრეზიდენტ შევარდნაძეს… მეორე დღეს ვთქვი სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე , ჩავედი სენაკში და ბოდიშის წერილი გადავეცი ოჯახს…წერილი გამოქვეყნდა პრესაში.
მზად ვარ, ყველაფერი დეტალურად ვთქვა პირდაპირ დებატებში მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც გაურბოდა ჩემთან საუბარს ამ საკითხზეც და 1998 წლის 19 ოქტომბრის ამბოხებაზეც, რომელიც ჩემი რწმენით ბათუმიდან იმართებოდა და სააკაშვილი იმ დღეს სწორედ ბათუმში, ასლან აბაშიძესთან ერთად იყო მთელი დღის განმავლობაში” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,თეთრები”-ს ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი