წითელას ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამ დროისთვის 580 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება გვაქვს,  ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წითელას საწინააღმდეგოდ ბოლო სამ დღეში 12 000 მოქალაქე აიცრა.

“ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წითელას საწინააღმდეგო აცრა საქართველოში უფასოდ ტარდება.

2020news.ge