საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა – აუდიტის სამსახური

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

როგორც აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.

„მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჩატარების პერიოდია 2016-2017 წლები.

წყარო: 1TV.ge