87 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენლის ცნობით, ლეგრანი პარიზში დაიღუპა.
50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მუსიკა 200-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა, მსოფლიო აღიარება კი სურათმა “შერბურის ქოლგები” მოუტანა.
მიშელ ლეგრანი კინოფილმებში საუკეთესო მუსიკისთვის 13-ჯერ იყო ოსკარზენომინირებული და 3-ჯერ გაიმარჯვა. მიღებული აქვს გრემის 5 პრემიაც.