„ეს იყო კომუნისტური პარტიის ყრილობა,“ – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას, სადაც სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი შეკრება სწორედ მის და ანა დოლიძის ხმამაღალ კრიტიკას ემსახურებოდა.
„დღეს მე დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყნას სასამართლო არა აქვს და დავრწმუნდი, რომ ამ სისტემაში განსხვავებული აზრი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო კომუნისტური პარტიის ყრილობა. ჩვენ ვნახეთ გამომსვლელები, რომლებიც იმიტომ შეიკრიბნენ აქ, რომ შეიძლება ითქვას, რომ გაველანძღეთ მე და ანა დოლიძე, მათ შეკრებას სხვა მიზანი ნამდვილად არ ჰქონდა. 279 მოსამართლე იმისთვის შეიკრიბა და იმისთვის ჩამოვიდნენ სხვადასხვა რეგიონიდან, რომ ჩვენ მიმართ დაეფიქსირებინათ ასეთი დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი, უსაფუძვლო განცხადებები,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.