„ერთადერთი რასაც მივხვდი – ესენი კი არ იკვეცებიან, მრავლდებიან“

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოიღონ საქართველოში.

,,ახალი პოსტი შემოგვაქვს მთავრობაში – სახელმწიფო მდივნისო, ოღონდ ეს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ზუსტი ანალოგი არააო მორცხვად დაამატეს, ხოდა მერე როგორც ახსნეს ამ პოსტის დატვირთვა სხვა ყველაფერში აშშ–ს მსგავს საქართველოში, ერთადერთი რასაც მივხვდი – ესენი კი არ იკვეცებიან, მრავლდებიან  მარტო სამინისტროები კი არა, ღლეები მრავლდებიან სავარაუდოდ, დამტვერვით
ღმერთო, რით აღარ მოგბეზრდა ჩვენზე გართობა  ცოტა ხნით სხვაზე რო იღადაო და ამოგვასუნთქო ვერა? ”, – წერს ირინა სარიშვილი.