როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაცს?..

ამჯერად გადავწყვიტეთ გაგიმხილოთ ის, თუ მანდილოსნების რომელი საქციელები აოცებთ მამაკაცებს, მართალია ის, რომ იშვიათად არიან ემოციურები და გამოხატავენ მღელვარებას ქალების გრძნობების მიმართ, თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ გთავაზობთ 10 საუკეთესო ეშმაკურ ხერხს, რომელიც ნამვილად მოხიბლავს თქვენ სასურველ მამაკაცს.

1. როდესაც თქვენ მთელი თქვენი არსებით აგრძნობინებთ და ეუბნებით, რომ აფასებთ მას. 

არა მხოლოდ ქალებს უყვართ ყურებით. ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც საჭიროებენ ვერბალურ ალერსს. ამიტომ ქალბატონებო რაც შეიძლება ხშირად უთხარით თქვენს რჩეულს, რომ ყველგან და ყველაფერში აფასებთ მას, როგორც მამაკაცს. როგორც ბიზნესში, ასევე ცხოვრებისეულ საკითხებში და ლოგინშიც. როდესაც იგი თქვენგან იგრძნობს მხარდაჭერას და გულახდილ დამოკიდებულებას, იგი უფრო მეტად შეეცდება თქვენს განებივრებას.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-01

2. როდესაც თქვენ ყურადღებით და მონდომებით, ანუ დიდი ინტერესით უსმენთ მას

ზოგადად როგორც ამბობენ, მოსმენის კულტურა ძნელად სასწავლია. რადგან ამას ჭირდება აბსოლუტური გულწრფელობა და ასევე ამაღელვებელი ემოციურობა. ქალებს ეს ბუნებრივად აქვთ, თუმცა ყოველივე ამის ფონზე მაინც საჭიროა ვიცოდეთ და ვისწავლოთ მოსმენა. მამაკაცები ძალიან აფასებენ, როდესაც მათი მეორე ნახევრები ინტერესდებიან, თუ როგორ ჩაიარა მათთმა დღემ, თუმცა ესეც მოზომილი უნდა იყოს, რომ თავი არ მოაბეზროთ.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-02

3. მოსწონთ, როდესაც საყვარელი ადამიანი მათ გულმკერდზე თავისუფლად ნებივრობს.

უამრავი გამოკვლევების დროს მამაკაცების უმეტესობა გამოგვიტყდა იმაში, რომ მათ ძალიან სიამოვნებთ, როდესაც შეყვარებული გოგონა მათ გულმკერდზე ადებს თავს და ემოციურად ნებივრობს. ფილმის ყურების დროს, ან მძიმე სამუშაო დღის მერე. გოგონები ამ ჟესტით გრძნობენ დაცულობას, როგორც ქვის კედელთან ისე იმალებიან საყვარელი მამაკაცის მკლავებში.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-03

4. მოსწონთ, როდესაც მის ხუმრობებზე ქალბატონები გულიანად იცინიან.

მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ როგორ გააცინოს და გაამხიარულოს თავისი რჩეული გოგონა. თუმცა თუ თქვენ მის ხუმრობაზე არ გეცინებათ, არაა საჭირო თავი ძალით მოაჩვენოთ, რომ მისი ხუმრობები სასაცილოა, თუმცა შეგიძლიათ მხარი აუბათ და თქვენი ხუმრობებით შეენაცვლოთ მას და ერთად იცინოთ.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-04

5. როდესაც მისი კოცნის შემდეგ ქალის სახეზე ღიმილს შეამჩნევს.

ეს ნიშნავს იმას, რომ მისი კოცნის შემდეგ თქვენ გამოგეყოთ ენდოფინები, ანუ სიამოვნების ჰორმონი, რომელიც იწვევს სრულ ბედნიერებას. რადგან ნამდვილი მამაკაცის ვალია მიანიჭს საყვარელ ქალს ბედნიერება. ეს ემოციები კი მათ მამაკაცური ღირსების სწორ მიმართულებაზე მიუთითებთ.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-05

6. მამაკაცების უმეტესობას მოსწონთ, როდესაც თქვენ ეთამაშებით მის თმებს.

არის ამაში რაღაც რომანტიკული და ინტიმური. თუ მამაკაცს არ იზიდავს გოგონა იგი ნებას არ მისცემს შეეხოს მის თმას. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, თუ როგორ უნდა აღაგზნოთ მამაკაცი, ისე, რომ მის სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა გაიაროს.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-06

7. როდესაც იგი მეგობრებში ერთობა, მზრუნველობის მიზნით მესიჯის მიწერა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა მოაბეზროთ 20 – კერ დარეკვით და 50 მესიჯის გაგზავნით. ანუ ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ, რომ ერთი მესიჯით მოიკითხოთ და გაიგოთ ყველაფერი წესრიგშია, თუ არა. ამით თქვენ თავს არ აბეზრებთ, თუმცა გამოხათავთ მასსზე ზრუნვას და მღელვარებას.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-07

8. როდესაც თამამად და უშიშრად გამოხატავთ მის მიმართ თქვენს გრძნობებს.

თუმცა აქაც საჭიროა ზღვარის დაცვა. საჭირო არ არის ყველას გაუმხილოთ თქვენი ბედნიერი წუთები, თუმცა როდესაც სეირნობის დროს ხელი-ხელჩაკიდებულები ნაზად ეამბორებით ერთმანეთს, ეს მას ძალიან სიამოვნებს, რადგან თქვენი კოცნით მას აგრძნობინებთ თქვენს მზრუნველობას და ასევე იმას თუ რამდენად ამაყობთ მისით. გინდათ, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რომ ერთად ხართ. ეს ემოციები კი მამაკაცს სურვილს უღვივებს, რომ კვლავ გაგანებივროთ და გაგაბედნიეროთ.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-08

9. მამაკაცებს მოსწონთ, ის რომ თქვენ არ გეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმის.

თანამედროვე მამაკაცები ცუდ ტონად სულაც არ თვლიან, ქალებისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას. იქნება ეს გრძნობის გამომხატველი მესიჯი, სატელეფონო ზარი, თუ უბრალოდ გაცნობის მცდელობა. თუმცა აქაც არ უნდა გადააჭარბოთ და მოაბეზროთ თავი, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ეს პიროვნება სულერთი არ არის და რომ მას აქვს თქვენთან ნაცნობობის შანსი.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-09

10. მამაკაცებს სიამოვნებთ, როდესაც მათი რჩეულები სოც-ქსელებში მათით ამაყობენ.

ამჟამად გვაქცს ორი უკიდურესობა: გოგონები ან მალავენ სასიყვარულო ურთიერთობებს ყველასგან, ან ყოველივე სასიყვარულო წვრილმანსაც ასაჯაროებენ. ეს ყველაფერი მოსაწონი ნამდვილად არაა. თუმცა მამაკაცების უმეტესობას ძალიან სიამოვნებთ, როდესაც მათ მამაკაცურ ღირსებას სათანადოდ აფასებენ და აქებენ თუნდაც სოციალურ ქსელში. თუმცა ზღვარი აქაც საჭიროა არ უნდა გადაამეტოთ.

თქვენ კი ქალბატონებო გირჩევთ, რომ კარგად დააკვირდეთ თქვენს რჩეულ მამაკაცს და რეალურად შეაფასოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემდეგ აღნიშნოთ, თუ რა გხიბლავთ მასში.

Zhenskie-shtuchki-ot-kotoryih-muzhchinyi-bez-uma-10

წყარო: herbeauty.co (თარგმანი)