“დღეს ჩემი რძალი გავპუტე ამათ გამო” – ინტერნეტ მომხმარებელი სერიალ ჩცდ-ზე

სოციალურ ქსელ ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც ბაქარი მის პოლიტიკაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ შეუძლებელი არაფერია და საქართველო სწორედ ამით ჰგავს ამერიკას. აქ ადამიანს შესაძლებელია ყველაფერი აუსრულდეს”,-ამბობს ბაქარ ორჯონიკიძე.

გთავაზობთ ამ ეპიზოდის “ქოუბს” და კომენტარებს. აშკარაა, რომ ამ ამბავს მაყურებელი სერიოზულად განიცდის.

“შენ ნაძირალავ რითი გავს საქართველო ამერიკას? თქვენ გეჭამოთ შავი ჭია! თქვე დამპლებო სამშობლოს გამყიდვლებო არ გეღირსოთ სიხარული ნაძირლებო! ბაქარი არა თენგოიც ხოარ შევუშვათ პარლამენტში ? იცოდეთ ხალხო ეს ბაქარის პარლამენტში შეყვანა თუ შევარჩინეთ მერე თენგოსაც ლუნასაც შეყრიან და გაივსება ესეთი ხეპრეებით იქავრობა! ამიტომ დროზე ადრრ უნდა მოვიშოროთ ეს დამპალი მთავრობა!
მიშა ეროვნული გმირია ჩვენ ის ჰაერივით გვჭირდება ესეთი გაუნათლებლები არ ყავდა პარლამენტში”

“შაქარი გამიჩნდა ხალხო შაქარი. დღეს ჩემი რძალიც გავპუტე ამათ გამო”

“ვინმემ აუხსენით ამ ქალბატონს რომ ეს სერიალიააა, ბაქარი არ შევა პარლამენტში”