ცნობილი პედაგოგისა და აკადემიკოსის, შალვა ამონაშვილის ლექცია სერიიდან „აღზრდის საიდუმლო“ ყველა აქტუალურ კითხვას პასუხობს. მათ შორის მომატებულ ძალადობის ფაქტებსა და კრიმინალზე. „აზროვნების აკადემია“, პროექტის „სალონური საუბრები” ფარგლებში ამ ლექციიდან კიდევ ერთ, ძალიან ემოციურ მონაკვეთს ავრცელებს:
„რატომ არიან დედამიწაზე და ჩვენს საზოგადოებაშიც ბოროტები, მოღალატეები, გამცემები, მკვლელები, შურისმაძიებლები, სადისტები, მაფიოზები, ნარკომანები, ლოთები და სხვანი და სხვანი? რამ მოამრავლა ისინი?
მათ არ ზრდიდნენ სწორად, არ ჩააგონებდნენ სიკეთეს, ღვთის სიტყვას, არ უღვიძებდნენ სიყვარულს, ვერ შეეშველნენ საბედისწერო წუთებსა და პერიოდებში. ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც“
ავტორი: გურიის მოამბე