ეკონომიკა

ჩვენი მოვალეობაა ვაკონტროლოთ მთავრობა, ვხედავთ დიდ კორუფიციულ ნიშნებს და არასწორი ფლანგვის შემთხვევებს“ – ლევან კობერიძის მორიგი სადეპუტატო კითხვები ეკონომიკის მინისტრს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ არის განაწილებული საკრედიტო— საგარანტიო ფონდისათვის გამოყოფილი თანხა? 2.  გთხოვთ მოგვაწოდოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა; როგორია მიმდინარე და რა კონკრეტული პროექტები იგეგმება წლის ბოლომდე? 3.  როგორია ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი ამ პროექტებთან დაკავშირებით და რა შედეგს ელოდებით მათი დასრულების შემდგომ? – პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას სახელზე მორიგი სადეპუტატო კითხვა გააგზავნა. როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან ამოქმედდა საკრედიტო ...

Read More »

EMC მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, დაიწყოს მოლაპარაკებები რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან, ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

“2020NEWS”  აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  “საქართველოს რკინიგზაში კოლექტიური შრომითი დავა მიმდინარეობს. დასაქმებულები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის, რომელთა ხელფასიც 1500 ლარს არ აღემატება. ამ დრომდე ვერ ხერხდება მოლაპარაკებების დაწყება პროფკავშირისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. 9 ივლისს, დავის მოგვარების მიზნით, რკინიგზის ახალმა პროფკავშირმა, რომელიც რკინიგზაში დასაქმებულ 1000-მდე ადამიანს წარმოადგენს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ...

Read More »

ქამრების შემოჭერა მხოლოდ სიტყვის მასალაა….პრემია დანაყრებული ქვეყნის მთავრობას უნდა ჰქონდეს”.

“გაზრდილი ხელფასები და პრემიები იმ ქვეყნის ხელისუფალთ უნდა ჰქონდეთ, ვისი ქვეყანაც დანაყრებულია, მაგრამ, ჩვენთან, ვინც ხელისუფლებში მოდის, ყველას მადა ეზრდება, ხალხის გასაჭირი კი ავიწყდება”- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, რომელიც მთავრობაში და პარლამენტში ბიუჯეტიდან გამოყოფილ გაზრდილ სამივლინებო თანხებსა და პრემიებს ეხება. “ხელისუფლების გაზრდილ მადაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ, ყველა მთავრობის დროს გვესმის ხმამაღალი განცხადებები ქამრების შემოჭერასთან ...

Read More »

რატომ გაიზარდა პურის ფასი – პრემიერი კონკურენციის სააგენტოსგან პასუხს უშედეგოდ ელის.

რატომ გაიზარდა პურის ფასი ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს – ამ კითხვაზე პასუხს პრემიერ-მინისტრი კონკურენციის სააგენტოსგან უკვე მერვე თვეა ელის, თუმცა უშედეგოდ. ხადურის უწყებას პასუხი ამ დრომდე არ აქვს. ეკონომიკური სფეროს ექსპერტები კი პურზე ფასის მატების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის არის ლარის კურსის გაუფასურება და სახმელეთო ტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანის აკრძალვა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლებას ეშინია შეცდომების აღიარების. გარდა ...

Read More »

ასე შეიძლება სხვა დროსაც გამოვიდეს 20, 30 ან 100 ადამიანი და რაღაც გააპროტესტოს და, თუ ყოველ გამოსვლაზე ინვესტორი დაფრთხა და ლარი 10 თეთრით გაუფასურდა, დავღუპულვართ და ვერ გაგვიგია. 

ნებისმიერი გამოცდილი ფინანსისტი გეტყვის, რომ ყველაზე მეტ ფულს კომერციული ბანკები მაშინ აკეთებენ,  როცა ვალუტა რამდენიმე დღის განმავლობაში თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვალუტა იკლებს თუ  იმატებს, მთავარია, ან  უფასურდებოდეს, ან  პირიქით_ მყარდებოდეს.   იმას, რაც გასულ კვირაში ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ “ჩაიდინა”,  თამაშიც აღარ ჰქვია, თუმცა კი  შეადარეს ლარი ონავარ თინეიჯერს და თავის მართლების ასეთი მეთოდი ოფიციოზის მხრიდან მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო გვგონია. რა თქმა უნდა,  შოკუნიებიც გვახსოვს, ისიც, რომ თურმე ლარი ჯანსაღი ორგანიზმია და  თავისუფალ ცურვაშია გაშვებული, მაგრამ… როცა ლარმა ფინანსური ჯომოლუნგმის დაპყრობა გადაწყვიტა და ანტირეკორდი დაამყარა, ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, მაგრამ, როგორც კი 3.00-იან ნიშნულს მიუახლოვდა, მაშინვე შეწუხდა და სწორედ ამ “შეწუხებისას” ძალზე უცნაური რამ მოხდა _ მაღალჩინოსნების აბდაუბდა და არაფრისმომცემი კომენტარების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაგანაცხადა: გაძლევთ ...

Read More »

ჩნდება ეჭვი, რომ ლარის კურსის რყევა გარიგებების შედეგია”.

“ვერ წარმომიდგენია, როგორც ეკონომისტსა და როგორც განსაზღვრული გამოცდილების ადამიანს ამ სფეროში, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი ლარის სიმყარეზე პასუხს არ აგებდეს. ეს არის თეორიულად არასწორი, პრაქტიკულად მცდარი და კონტრპროდუქტიული, რის შედეგებსაც წლების განმავლობაში ვიმკით” ჯერ იყო “შოკუნიები”, შემდეგ “ლარი ჯანსაღად იქცევა”, მოგვიანებით დაპირება, რომ ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდება და წონასწორობის ნიშნულს დაუბრუნდება. ისიც კი მოვისმინეთ, რომ ლარი თურმე “თინეიჯერია” და შესაძლოა ...

Read More »