ეკონომიკა

უკრაინაში 21 წლის გოგონა ყინვისგან გარდაიცვალა, რადგან ავტობუსის მძღოლმა უფულობის გამო გზაზე დატოვა

ეს შემთხვევა უკრაინაში მოხდა. 21 წლის სტუდენტი გოგონა ყინვისგან გარდაიცვალა, ყველაფერი კი ასე დაიწყო. ირინა დვორეტსკა საავადმყოფოში მყოფი დედის მოსანახულებლად მიდიოდა, რომელიც ოლევსკში, ჩრდილოეთ უკრაინაში მდებარეობს და ის ცდილობდა პირველივე ავტობუსს გაჰყოლოდა,  თუმცა სიჩქარეში ფული შინ დარჩა. მას შემდეგ, რაც მძღოლმა ნახა, რომ გოგონას ფული არ ჰქონდა, ის ავტობუსიდან გააძევა, ადგილი კი სადაც ირინა აღმოჩნდა ტყის მახლობლად მდებარეობს და საკმაოდ ...

Read More »

2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ვალის მოცულობა 256 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის ბოლოსთან შედარებით, ვალის მოცულობა 256 მილიონი დოლარით გაიზარდა. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2018 წელს $256 მილიონით გაიზარდა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს შეადგენს.  ამასთან, დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილების გამო, ერთ წელიწადში სახელმწიფო ვალი 1 მილიარდი 124 მილიონი ლარით გაიზარდა. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ვალი მრავალმხრივი კრედიტორების ...

Read More »

“ქართული ჭიდაობის ფედერაცია” და ფინანსური დარღვევები – აუდიტი სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. მთავარი მაკონტროლებელი ორგანო ჭიდაობის ფედერაციაში გადარიცხული 22 300 ლარის ხარჯვის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. საუბარია 2016 წლის დეკემბერში სპორტის სამინისტროდან მიღებულ გრანტზე, რომლითაც ფედერაციას ვიქტორინაში გამარჯვებულებისთვის მობილური ტელეფონები უნდა შეეძინა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2016 წელს ჭიდაობის ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის მობილური ტელეფონები, თუმცა, ვიქტორინა არ ჩატარებულა. „ფედერაციის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად − მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო ...

Read More »

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა 5 თვის განმავლობაში ცალმხრივად იზღუდება

სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება. „შესაბამისად, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ...

Read More »

ხედავს თუ არა ივანიშვილი სტრატეგიულ პერსპექტივას

ქართული პოლიტიკა იანვრის  დასაწყისი, როგორც წესი, საკმაოდ  მშვიდია.  საზოგადოება ისვენებს და დიდად არც პოლიტიკოსები აქტიურობენ, მაგრამ ამჯერად საინფორმაციო სივრცე ორმა სკანდალმა შეაზანზარა. მმართველ პარტიაში მოსამართლეთა სიის გამო დაპირისპირება მოხდა, ხოლო პროკურატურას თი–ბი–სი ბანკის ხელმძღვანელ მამუკა ხაზარაძესთან  10 წლის წინანდელ საქმეზე კითხვები გაუჩნდა. მიზან შეწონილია, ორივე საკითხი ე.წ. “პრობლემა-2020”-ის კონტექსტში განვიხილოთ. “ქართული ოცნების” წევრები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ იმაზე, სად აღმოჩნდებიან მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული სიის ფორმირება მოხდება და განაწილდება მაჟორიტარული ოლქები, პარალელურად აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში დაწინაურება-ჩამოქვეითების ტრადიციული პერიოდი დაიწყება. ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის ცნობილ, ...

Read More »

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა – აუდიტის სამსახური

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი. როგორც აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა. „მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია ...

Read More »