ეკონომიკა

1 700 000 ემიგრანტი შესაძლოა პენსიის გარეშე დარჩეს – რა რეფორმას გეგმავს სახელმწიფო?

ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები შესაძლოა პენსიის გარეშე დარჩეს. ეკონომიკის სამინისტროში განსახრციელებელი საპენსიო რეფორმის მიხედვით, უახლოეს მომავალში 1 700 000 ემიგრანტს, სახელმწიფო ხელს აღარ გაუწვდის და პენსიის გარეშე დატოვებს. დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი, ასე ეხმაურება რეფორმის მიხედვით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ღლონტი. ღლონტი ხელისუფლებას თხოვს, საკითხის განხილვის დროს, საქმის კურსში ჩააყენონ სახალხო დამცველი, რომელიც პირადად დააკვირდება მოვლენათა ...

Read More »

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიას

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტზე გაამახვილა ყურადღება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტზე მისი მეგობარი მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე მუშაობს. თუმცა, სანამ „კომერსანტი“ მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტზე დამატებით დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე – იპოდრომია. მედია ...

Read More »

მთელი წელი ხომ გვიმტკიცებდა ხელისუფლება: გეჩვენებათ, არც პროდუქტი გაძვირებულა, არც ფასები მომატებულა და, საზოგადოდ, ყველაზე მეტი ფული საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ახლა აქვსო.

მთელი წელი ხომ გვიმტკიცებდა ხელისუფლება: გეჩვენებათ, არც პროდუქტი გაძვირებულა, არც ფასები მომატებულა და, საზოგადოდ, ყველაზე მეტი ფული საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ახლა აქვსო. ჰოდა, გამოაქვეყნა “საქსტატმა” მონაცემები, რომელთა მიხედვით მთავარი პროდუქტი _ პური 11%-ით გაძვირდა, ხორცპროდუქტები _ 14,7%-ით, თევზეული _ 15,8%-ით, თამბაქოზე ხომ საერთოდ, კატასტროფა ხდება. “საქსტატის” მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა ფასების მატებამ იქონია. სიმართლე გითხრათ, ეს ვერ გავიგეთ, რადგან პირიქით გვგონია, ანუ ინფლაციამ იქონია გავლენა ფასების ზრდაზე და არა პირიქით. მაგრამ მთავარი ეს ...

Read More »

რატომ ვერ თოკავს სებ-ი ინფლაციას – ფასების ზრდამ წლის მაქსიმუმს მიაღწია

ფასების დონე ყოველთვიურად იზრდება, ამას საზოგადოება უკვე საკუთარ ჯიბეზეც საკმაოდ მტკივნეულად გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ არაერთი და საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა არსებობს “საქსტატის” ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიასთან, ოფიციალური სტატისტიკითაც ინფლაცია წლის მაქსიმუმს აღწევს. კერძოდ, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 6.9%-ს მიაღწია და წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.8-ით გაიზარდა. მართალია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მთელი წლის განმავლობაში იყო გაცდენილი, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცენტრალური ბანკი პროცესს, ...

Read More »

მოსახლეობიდან ლარის ამოღება

რაოდენ ხმამაღალიც უნდა  მოგეჩვენოთ  ეს განცხადება, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მონობაში ცხოვრობს.  სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც მოსახლეობასა და ბანკებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე,  უმრავლესობა იძულებული იყო, თავის დროზე ბანკიდან სესხი აეღო, შემდეგ კი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ბანკისთვის დაებრუნებინა. არც არის გასაკვირი,  რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  საქართველოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესი აზარტული თამაშები  და ბანკებია. აზარტული თამაშები  იმიტომ, რომ ადამიანები ფიქრობენ: იქნებ გამიმართლოს, დიდი ფული მოვხსნა და მონობას თავი დავაღწიოო, მაგრამ  ასიდან 99 შემთხვევაში პირიქით ხდება.  აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა შარშან  15 მილიარდი ლარი იყო, ბანკების  სუფთა მოგება კი _ ლამის 800 მილიონ  ლარამდე და სოციალურ ნიადაგზე მომხდარი სუიციდის შემთხვევები ყოველწლიურად იმატებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტად მოსახლეობა სწორედ ბანკებმა დააზარალეს. ჯერ იყო და, კომუნიზმის პერიოდში დაგროვებული ანაბრები გაქრა და გაუფასურდა; მერე იყო და, ბანკები იხსნებოდა, ...

Read More »

ნარმანიამ წყლისა და დენის ტარიფის მომატება დააანონსა

ამას ევროპელთა მოთხოვნებით ხსნის რად გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც  სულ ტარიფების გაძვირებას მოითხოვს და ხელფასების გაზრდაზე კი კრინტსაც არ ძრავს? “ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, მომდევნო ტარიფის გაანგარიშების მომენტში, 2020 წლის ბოლოს (ე. ი. ორ თვეში!) ამის საჭიროება დადგეს. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ეს ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან ...

Read More »