მედიცინა

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ივანიშვილის, ყაჩაღი ოქრიაშვილის და ყაჩაღი კურტანიძის მიერ 50 მილიონია მოხსნილი გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტელურ ფასებში გაყიდვით“

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გრიპით გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი, აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტია, მედიკამენტები კი „ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში“ იყიდება და „მთლიანობაში 50 მილიონია მოხსნილი გრიპის წამლების სპეკულაციურ და კარტერულ ფასებში გაყიდვით ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიერ“. ამ ფონზე ნათელაშვილი მოითხოვს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და „მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ“. „საახალწლოდ ქვეყანას მოედო ...

Read More »

ტამიფლუ ევროპაში 5 ევროდ იყიდება, ხოლო საქართველოში მისი ფასი 10-ჯერ მეტია

სააფთიაქო ქსელ პსპ-ში ე.წ. “ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური  პრეპარატი “ტამიფლუ“ 83 ლარად იყიდება. როგორც სააგენტოს, პსპ-ში განუცხადეს მისი ფასი ფასდაკლების დღეებში (სამშაბათი, პარასკევი) 72 ლარია.  ტამიფლუ“ ყოველთვის ძვირად იყიდებოდა, რადგან იშვიათი მოხმარების პრეპარატია. მისი პროფილაქტიკის მიზნით მიღება არ შეიძლება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. რაც შეეხება მის ფასს, პსპ-ში “ტამიფლუ“ 83 ლარი ღირს, ხოლო ფასდაკლების დღეებში 72 ლარად შეგიძლიათ ...

Read More »

ამ ვირუსებისგან გატანჯული ბავშვების მშობლებს,ვინმემ მოგვხედოს და მძარცველი ექიმებისგან დაგვიცვას”

,,ესეიგი ძალიან გაბრაზებული ვარ ,მინდა ხმა მივაწვდინო ყველას, რადგან რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში,ექიმები ბავშვების მკურნალობის მაგივრად ძარცვავენ ხალხს”-ამის შესახებ ყველაზე აქტიურ ჯგუფში ,,რუსთავი Rustavi” მოქალაქე წერს. მისი თქმით, ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი, თანხის არამიზნობრივად გადახდას სთხოვდა და გაურკვეველი მომსახურებისთვის თანხის გადახდას ავალებდა. TV4 პოსტს უცვლელად გთავაზობთ ,,გილოცავთ ყველას შობას და ახალ წელს. ესეიგი ,ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ხმა მივაწვდინო ყველას, ,რადგან ...

Read More »

დიდი სკანდალი რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი- სახელმწიფომ ძვირადღირებული  ტამიფლუ აფთიაქებს გასაყიდად გადასცა

“ღორის გრიპის” სამკურნალო ყველაზე ეფექტური პრეპარატი “ტამიფლუ”, რომლის ღირებულებაც ძალიან მაღალია, აფთიაქებს გასაყიდად სახელმწიფომ გადასცა. ამის შესახებ “2020NEWS“-ს ფარმაცევტულ კომპანია “პსპ”-ში განუცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-მა ჯანდაცვის სამინისტროში გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ “ტამიფლუ”, რომლის ღირებულებაც 83-დან 100 ლარამდეა, ფარმაცევტულ კომპანიებს სწორედ სახელმწიფომ გადასცა. ფარმაცევტული კომპანიების მტკიცებით, მათ “ტამიფლუ” სახელმწიფოსგან შეისყიდეს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ აღნიშნული პრეპარატი ფარმაცევტულ კომპანიებს იმ ...

Read More »

ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს, ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავი ლუგარის ლაბორატორიიდან“

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით, “ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს და მოსახლეობას ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. ”ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს.. საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის… ვინმემ ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, რა ვირუსებს გვიყრიან იმ დასაწვავ ლუგარის ლაბორატორიიდან! ისიც არ იციან, რა ვირუსია და როგორ ვებრძოლოთ!”- წერს ხატია სიჭინავა. შეგახსენებთ, თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით აშენდა ...

Read More »

ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი – საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა

40 წამდე ასაკის ქალი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიმპტომით 11 ადამიანი მკურნალობს. საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით ამ დროისთვის სულ 9 ადამიანია გარდაცვლილი. მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინია გამოცხადებული. გრიპის ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 50 ადამიანს ...

Read More »