პოლიტიკა

ნაცები და კოსნტრუქციული ოპოზიცია უნდა დასრულდეს”, “კონსტრუქციულ ოპოზიციასთან არ ვისაუბრებთ”, “ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება” და ა.შ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის ბრიფინგისას, “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, მოლაპარაკებებისას, ქართული ოცნება რისთვის არის მზად, არის თუ არა მზად ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, პრემიერმა უპასუხა და არ თქვა, რომ დესტრუქციულ მედიას არ უპასუხებს. რა პასუხი გასცა პრემიერმა კითხვას, არის თუ არა “ოცნება” მზად დაუთმოს ოპოზიციას და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები: “დიდი მადლობა შეკითხვისთვის ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზადობა ...

Read More »

შავ ზღვაში ნატომ “პოსეიდონი” “შემოუშვა”… რუსები კუდში დასდევენ…

27 თებერვალს ნატომ შავი ზღვის აკვატორიაში მრავალეროვნული საზღვაო სწავლება დაიწყო “პოსეიდონი-21”-ის სახელწოდებით, რომელიც 6 მარტამდე გასტანს. ოფიციალური მონაცემებით მასში რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და აშშ-ების 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. სწავლებაში ჩართულია სხვადასხვა რანგის 13 სამხედრო ხომალდი, 9 თვითმფრინავი, წყალქვეშა რობოტი და პიროტექნიკით დატვირთული ერთი ავტომობილი. როგორც ხედავთ, ეს საზღვაო სწავლება არც მასშტაბებით ...

Read More »

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველო “კავკასიურ პლატფორმაზე” მიიწვია

სხვა ქვეყნებთან ერთად, მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეო–შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე–პრემიერ–მინისტრების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ”თურქეთსაც, ირანსაც და მომავალში, თუკი სურვილი იქნება, საქართველოსაც შეუძლია შეუერთდნენ ამ პლატფორმას”, – თქვა ალიევმა. 2020 წლის 27 სექტემბერს ...

Read More »

დილიდან საღამომდე აპიარებენ მელიას, თითქოს ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არ არის; ვიღას ახსოვს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

გიორგი გახარიას გადადგომამ საქართველოს პრემიერის პოსტიდან,  რაც, როგორც ჩანს, უმრავლესობის  რიგებში ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,  მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით ისედაც დაბნეულ და ხელჩაქნეულ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა. ვერსია იმის თაობაზე, რა შეიძლება, ყოფილიყო მთავრობის მეთაურის წასვლის რეალური მიზეზი,  ბევრია: საუბრობენ, რომ გახარიამ მოსალოდნელი სისხლისღვრა აიცილა თავიდან, რომ მას მელიას საქმის  მიმართ გუნდისგან განსხვავებული  პოზიცია ჰქონდა; რომ, რაც ახლა ხდება,  ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესია და ა.შ.  ამ ყველაფრის ფონზე პოლიტიკურ  სპექტრში დაძაბულობა პიკს აღწევს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე  დაუფარავად აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან“ძალადობის” შემთხვევაში, ფიზიკურ წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას მიმართავენ;  მინიშნებები რევოლუციურ სცენარსა და ცვლილებების ძალისმიერი გზით განხორციელების შესაძლებლობაზეც კეთდება. რა იყო პრემიერის  გადადგომის მიზეზი რეალურად და არის თუ არა ეს გარკვეული გარე ძალების მხრიდან სათავეში “ნაციონალური მოძრაობის”  დაბრუნების მცდელობა? “საქართველო და მსოფლიოს”  ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა. _ ბატონო ლევან, გახარიას  მოულოდნელმა გადადგომამ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა. ბევრი ვერსიაა მისი წასვლის მიზეზებზე; ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადაბარების პროცესია და გარკვეული დასავლური ძალები ცდილობენ, ქვეყნის სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” მოიყვანონ;  საუბარია რევოლუციურ სცენარზეც  და არა მხოლოდ… _ გახარიამ მთელი ცხოვრება უნდა ინანოს ქართული ...

Read More »

ჩვენ სასწაული მოვახდინეთ! ჩინეთში სიღარიბე აღარ არის” – რას წერს “ჩინურ ოცნებაზე” უცხოური მედია და რას გულისხმობს ის

“ჩვენ სასწაული მოვახდინეთ! ჩინეთში სიღარიბე აღარ არის – ეს ფაქტი კაცობრიობის ისტორიას დარჩება. უმნიშვნელოვანესი ამოცანა განვახორციელეთ”, – ეს სიტყვები სიამაყით წარმოთქვა სი ძინპინმა – ჩინელი კომუნისტების ხელმძღვანელმა 25 თებერვალს პეკინში გამართულ საზეიმო შეკრებაზე, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის აღმოსაფხვრისთვის მიმართული ბრძოლის შედეგებს მიეძღვნა. იმავე ღონისძიებაზე ამ საქმეში წარმატებული ადამიანებიც დააჯილდოვეს. “ჩინეთმა სიღარიბის აღმოფხვრის “ჩინური მოდელი” შექმნა და ამით მთელ მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი ...

Read More »

როგორი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. “აშშ-ს აღარ შეუძლია, აიძულოს სხვები, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, ამასთანავე, ვერც მარტო მიაღწევს დასახულ მიზანს”.

“რამდენიმე კვირა გავიდა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან, მაგრამ ძირითადი ელემენტები იმისა, როგორი კურსის გატარებას აპირებს ის ქვეყნის შიგნით  და გარეთ, უკვე იკვეთება. ეს არის საშინაო პრობლემების დაძლევა, მოკავშირეებთან თანამშრომლობა, დიპლომატია,  საერთაშორისო ინსტიტუტებში მონაწილეობა და დემოკრატიის განვითარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაიდენს სურს, დაუბრუნდეს  აშშ–ის იმ საგარეო–პოლიტიკურ ტრადიციებს, რომლებიც  ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და  რომლებსაც კატეგორიულად უარყოფდა ბაიდენის წინამორბედი დონალდ  ტრამპი”, _  წერს ამერიკული კერძო  ორგანიზაცია _ საერთაშორისო  ურთიერთობების საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ  ჰაასი Project Syndicate–ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 4 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ “ამერიკა დაბრუნდა”. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინვენი მისი სახელით ლაპარაკობს და ყველანაირად შეეცადა, მხარი დაეჭირა როგორც ამერიკელი დიპლომატებისთვის, ისე, საერთოდ, ქვეყნის დიპლომატიისთვის. ბაიდენმა განაცხადა, რომ ...

Read More »