პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – ფედერიკა მოგერინის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განუხრელობას და წარმატებებს ამ გზაზე

ფედერიკა მოგერინის მიერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად დასახელება საქართველოს, მისი პროგრესისა და დემოკრატიული რეფორმების აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიერ 2018 წლის 12 მთავარ მოვლენას შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დასახელების კომენტირებისას განაცხადა. დავით ზალკალიანის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო არა მხოლოდ ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს, ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად  საქართველოს მოხსენიებისთვის

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა. „მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს, ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ...

Read More »

მრავალი  წელია,  მოსახლეობას  ყურებს  უჭედავენ ევროკავშირსა  და  ნატოზე  ლაპარაკით.

მრავალი წელია, მოსახლეობას ყურებს  უჭედავენ ევროკავშირსა და ნატოზე ლაპარაკით,  რომ ნატო დაგვიცავს და ნატოს დახმარებით აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ერთვოდა ცრუ, ილუზორული დაპირებები: “მალე შევალთ ნატოში!”, “მალე მივიღებთ მაპს!”, “მივიღეთ მაპზე უკეთესი!”, “მეტი ნატო საქართველოში” და ა.შ.,  მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას  დაადგა დაარც ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენას, პირიქით _ 2008 წელს ავანტიურისტი სააკაშვილის უგუნური მოქმედებით, აფხაზეთისა და  სამაჩაბლოსრეგიონებთან ერთად,  კოდორის ხეობაც დავკარგეთ და რამდენიმე  სახელმწიფომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. 2008 წლიდან, როდესაც ბუქარესტში ნატოს სამიტზე განაცხადეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესასვლელი ...

Read More »

ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბოლო დღეებში მმართველ პარტიაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება:

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბოლო დღეებში მმართველ პარტიაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება: კობახიძე-ზარდიაშვილ-მდინარაძის ტრიომ მთელი ოცნება იხმარა !!! აბა სად ხართ “ნამდვილებო”??? მიგაფარჩაკეს ????? მურუსიძე-ზარდიაშვილის კლანმა გედი ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გააგდო !!! მურუსიძე მეფედ ხომ არ ვაკურთხოთ ???“ – წერს ბრეგაძე. გედი ფოფხაძე გამოაგდეს დაიურიდიულ  კომიტეტში მდინარაძე წარადგინეს !!! აი ამიტომ არ მივეცი ხმა ოცნებას !!!  მე-2 ტურის წინ ჩემი მეგობრები რომ  მიმტკიცებდით-“ბიძინა სოროსელებს  გაყრის და კოჰაბიტაციას დაასრულებსო”-აგერ ბატონო-ბოლომდე პორტირებულ ნაც-სოროსელებს ჩააბარა ხელისუფლება !!!ზარდიაშვილი და მდინარაძე სიძე-ცოლიძმა არიან ანუ ერთი ოჯახია, როდესაც ზარდიაშვილი ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო,მაშინ მდინარაძე როგორც ადვოკატი აგვარებდა საქმეებს ადეიშვილთან,გაქანებული ნაცი იყო !!! დღეს საბოლოოდ გადაბარდა ხელისუფლება იმ ...

Read More »

გასული წლის ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ტერიტორიული პრობლემის გადასაჭრელად.

წინა საარჩევნოდ გრძელდება ამომრჩევლისა და ჩრდილოელი მეზობლის ნერვებზე თამაში. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა დავარქვა იმ ისტერიკას, რომელიც კონკრეტულად შიდა ქართლში ხდება და რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ რუსეთს მოთმინების ძაფი არ გაუწყდება. ის, რომ რუსეთს იწვევენ, ისე აშკარაა, რომ აქამდე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ახლა კი ყველაფერი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უკანალისკენ წავიდა.  მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ. სოფელ ატოცთან გადმოწეული საზღვრის სანახავად ჯერ რიგითი მოქალაქეები ჩავიდნენ, შემდეგ _ არასამთავრობო სექტორი, მერე _ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. სხვათა შორის, ქალბატონ სალომეს ატოცში, რუსი ჯარისკაცების ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დახვდნენ და “უნამუსო ჩათლაშკა” უძახეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ზურაბიშვილის თანმხლებნი გულში მჯიღს იცემდნენ და რუსეთის ბაზებისკენ ხელებს შლიდნენ, ზურაბიშვილს ...

Read More »

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილმის განცხადებით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. 

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილმის განცხადებით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა. “ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან”,- განაცხადა ქუცნაშვილმა ...

Read More »