პოლიტიკა

რაც ამ გუგუტიანთკარში ხდება, ვინ არ ელოდა, რომ მოხდებოდა? ამოიღეთ ხმა და თქვით სიმართლე – ირმა ინაშვილი

 “რაც ამ დღეებში და ამ წუთებში გუგუტიანთკარში ხდება, ვინ არ ელოდა, რომ მოხდებოდა? ამოიღეთ ხმა და თქვით სიმართლე! თუ ვინმე ამას არ ელოდა (საქართველოში განვითარებული სრული სიგიჟისა და ისტერიული პროცესების ფონზე), ის არის იდიოტი და თავი უნდა დაანებოს პოლიტიკური პროგნოზების ბრახა-ბრუხს. რაც გუგუტიანთკარში ხდება, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხდალი, სააკაშვილ- ბოკერიების დღის წესრიგს დამორჩილებული, არაეფექტური (ჯერ შედარებით რბილი ტერმინი ...

Read More »

არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი საერთო ენის მოსაძებნად. ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება!

ნინო ბურჯანაძე დევნილებს – ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას, ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება! თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად, ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ თქვენს სახლში დაბრუნდეთ, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაფხაზეთის ომის 27 წლისთავის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, 27 წლის შემდეგაც კონფლიქტის ჩახშობის ...

Read More »

დღეს? რუსეთი ბოლომდე იღობავს მიშას მონიშნულ(ნაჩუქარ) ტერიტორიას, სხვა სიმართლე არ არსებობს”.

დღეს? რუსეთი ბოლომდე იღობავს მიშას მონიშნულ(ნაჩუქარ) ტერიტორიას, სხვა სიმართლე არ არსებობს” ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “2008 წლის ომამდე: 1.სააკაშვილმა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ანუ რუსეთს მოუნიშნა წასაღები ტერიტორია; 2. სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი(?!) ადმინისტრაცია და რუსეთს მოუნიშნა წასაღები ტერიტორია. *** შედეგები: რუსეთმა წაიღო „ზემო აფხაზეთი” და შიდა ქართლის „რამდენიმე ქვაღორღიანი სოფელი”(მიშას გამოთქმაა!). *** 2008 წლის ...

Read More »

ჰამილტონი: პუტინის რუსეთი დღეს კავკასიაში ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს წარსულში.

რობერტ ჰამილტონი, აშშ-ის არმიის (გადამდგარი) პოლკოვნიკი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, “ამერიკის ხმა” აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორს, აშშ-ის არმიის (გადამდგარ) პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს ესაუბრა. ჰამილტონი ასევე შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარია ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში. ჰამილტონს ანა კალანდაძე ესაუბრა. როგორ შეაფასებთ იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს? ვფიქრობ, საპროტესტო მოძრაობის პირდაპირი კატალიზატორი რუსეთის დელეგაციის ვიზიტი და დეპუტატ გავრილოვის ...

Read More »

გიორგი ბოტკოველი: ივანიშვილმა გადაწყვიტა დასაჯოს კახელი გლეხი არჩევნების შედეგების გამო.

„ივანიშვილის სჯის კახელ გლეხებს არჩევნების შედეგების გამო“, – ამის შესახებ განცხადება ენმ-ის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით გააკეთა.  გიორგი ბოტკოველის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გლეხები მთლიანად დამოკიდებულები გახადა ქარხნებზე, რომლებიც ყურძნის ფასს თავად ადგენენ. მისივე განცხადებით წელს ჩასაბარებელი ყურძნის ფასი 60-70 თეთრამდე იქნება, რაც გლეხებს კაბალურ პირობებში აყენებს. „ივანიშვილმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს და პასუხი აგებინოს იმ ...

Read More »

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები არ წყდება – პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი შამ-შუი პოს რაიონში მოხდა, სადაც მომიტინგეები სატირულ წარმოდგენას მართავდნენ. ამ ფორმით, მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ. აქციის დროს, ასობით დემონსტრანტმა ლაზერის სხივი პოლიციის განყოფილების შენობისკენ მიმართა. საპასუხოდ კი სამართალდამცაველებმა ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენეს – არიან დაშავებულებიც. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს პროტესტის დროს აქციის ...

Read More »