საზოგადოება

პატრიარქის კურთხევით ლუკა სირაძეს წესს აუგებენ

“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა,” – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა. 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში. 12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ...

Read More »

7 წლის განმავლობაში, ქვეყნის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილება.

7 წლის განმავლობაში, ქვეყნის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილება. 1. ეროვნული ვალუტის  მკვეთრი გაუფასურება საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,27 ლარით გაუფასურდა.  „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, ლარის კურსი  2012 წელს  1.65 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც  2019 წელს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.92 ლარი გახდა. 2. საგარეო ვალის ზრდა საქართველოს ფინანთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 7 წელიწადში, 2012  წლიდან  ...

Read More »

ჯანდაცვაში დახარჯული 3,8 მლრდ ლარი და კოლაფსის პირას მყოფი სფერო — საყოველთაო ჯანდაცვის შედეგები

სამედიცინო სფეროს მრავალი წარმომადგენლის, სფეროს ექსპერტების და ათეულობით კლინიკის პროტესტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება. რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს. ამას რეფორმას ძნელად თუ ვუწოდებთ – ეს უფრო წარსული შეცდომის გამოსწორებას, ან ძირგახვრეტილი ჭურჭლის წყლით ავსების მცდელობას ჰგავს. მიღებული ცვლილებით, მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას ერთიანი სატარიფო გეგმა დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ კლინიკების და მათ ...

Read More »

ქართული ოცნების“ საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისაგან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას მრავალი მიმართულებით ითვალისწინებდა, მათ შორის: მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.  „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ფაქტები, რომელმაც ბოლო ...

Read More »

იანვრიდან ათეულობით ათასი მანქანა ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის

კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, – ამ ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის გამოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება. 2020 წლიდან ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ...

Read More »

თქვენს სუფრაზე დადეთ 33 ლარის პროდუქტი და მიხვდებით

თუ გახსოვთ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ და გამოთქმით განაცხადა: საქართველო  ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, მაგრამ რად  გინდათ, მომსახურე პერსონალი არ  გვყავსო. მერე იყო, მიშამ პროფტექნიკური სასწავლებლების შექმნა რომ დააანონსა, რომლებშიც ოფიციანტებს, ლაქიებს,  სასტუმროს მომსახურე პერსონალს გაზრდიდნენ. პრეზიდენტი ამბობდა: ჩვენ მოსამსახურეები უნდა ვიყოთო, და ამას ტაშს უკრავდნენ. არავინ ეწინააღმდეგებოდა, არავინ ეუბნებოდა,  რომ ეგებ ახალგაზრდებისთვის  შესაბამისი განათლება მიგვეცა და ისინი კარგი მეცნიერები, იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები გაზრდილიყვნენ.  არა, სააკაშვილს მოსამსახურეები  სურდა და, პრინციპში, მთელ ერს,  როგორც თავისმსახურს, ისე უყურებდა. თუ გგონიათ, ახლა რამე შეიცვალა, ძალიან ცდებით. პირიქით _ ამჟამინდელი ხელისუფლება “მოსამსახურე ქართველებს”, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს კი არა, ევროპასაც სთავაზობს. აკი თქვა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა: უნდა გადავამზადოთ ასეულობით ქართველი და საფრანგეთს, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებს დავახმაროთო. მანამდე კი ტურისტული სეზონი დაიწყო და ...

Read More »