საზოგადოება

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები არის გაფრთხილება ამერიკისა და სამხრეთ კორეისთვის-კიმ ჩენ ინი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლო რაკეტების გაშვება არის გაფრთხილება და ძალის დემონსტრირება შეერთებულ შტატებისა და სამხრეთ კორეისთვის, მათ მიერ განხორციელებული ერთობლივი წვრთნების საპასუხოდ. ამის შესახებ იტყობინება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შეაქო ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტების გაშვება სიძლიერის დემონსტრირების მიზნით და აღნიშნა, რომ ტესტები წარმატებით ჩატარდა დანიშნულებისამებრ. შეგახსენებთ, 6 ...

Read More »

ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში.

“2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიან 90-დღიან ვიზიტს ევროპის აღნიშნულ ქვეყნებში. მოკლევადიანში იგულისხმება სამი თვის ვადაში განხორციელებული ისეთი ვიზიტები, როგორებიცაა, ტურისტული, ოჯახის მოსანახულებლად გამგზავრება თუ სხვა. სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალულია და შეიძლება ...

Read More »

ლიბერთი ბანკში”, რა პრობლემაა მოგცემთ სესხსო, პროცენტი დამიანგარიშეს და 28 000 -ზემოდან დამიმატეს”.

ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი გულიკაშვილი ფეისბუქზე ასეთ პოსტს აქვეყნებს: “40 000 დამჭირდა ბანკიდან სესხი ერთ კონკრეტულ საქმეზე…..მივედი “ლიბერთი ” ბანკში …კიო, რა პრობლემააო მითხრეს….პროცენტი დამიანგარიშეს და 28 000 -ზემოდან დამიმატეს..ანუ სულ 68 000 გამოვიდა… მე “მაგოიმებენ” თუ მართლა ამ დონის ყაჩაღები არიან ნეტავ?” alia.ge.

Read More »

არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს” – ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს, ასევე მათ სამუშაო პირობებს “არასათანადოდ” მიიჩნევენ. მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის. “დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამტებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის ...

Read More »

ბარსელონას მერიამ ქალაქის მუნიციპალურ აუზებს გაუგზავნა დისკრიმინაციული ცენტრის ანგარიში,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალებს  არ უნდა აეკრძალოთ აუზში უბიუსტჰალტეროდ, მკერდშიშველი ბანაობა

ბარსელონას მერიამ ქალაქის მუნიციპალურ აუზებს გაუგზავნა დისკრიმინაციული ცენტრის ანგარიში,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალებს  არ უნდა აეკრძალოთ აუზში უბიუსტჰალტეროდ, მკერდშიშველი ბანაობა, _ იუწყება გამოცემა El Pais–ი. რეკომენდაცია ეფუძნება იურიდიულ ანალიზს და ვრცელდება ყველა სახეობის აუზზე. საწინააღმდეგო ზომები ჩაითვლება დისკრიმინაციად, რადგან ამ დაწესებულებებს მამაკაცები ტანის ზედა ნაწილის დაუფარავად სტუმრობენ. ბარსელონის მერმა ჟანეტ სანსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი კანონები ისედაც არ უკრძალავდა ქალებს შიშველი მკერდით ბანაობას, თუმცა ახალმა მითითებამ ბოლო უნდა მოუღოს საკამათო სიტუაციებს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ...

Read More »

ექსპერტი; დავუშვათ, პუტინი ხვალ რომ საქართველოში შემოიჭრას, ცხადია, ამერიკა მას ვერ შეაჩერებს.

ექსპერტი  პოლიტიკურ საკითხებში, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი  სააგენტო “აიპრესთან” ინტერვიუში  რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ყველასთვის ნათელ სიტუაციაში, სადაც რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს ქართული მხარის პროვოცირებას, საქართველომ,  თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და მათთან მუშაობა უნდა გააგრძელოს,  ვინაიდან, იქ მცხოვრებ ხალხთან  კონტაქტი ყოველდღიურად, პერმანენტულად იკარგება. – მცოცავი ოკუპაცია ჩვენთვის ის  საკითხია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და რუსეთი ყოველ დღე ცდილობს, გადმოიწიოს საქართველოს ტერიტორიებისკენ. ხშირად გვესმის შეშფოთებები, მაგრამ შეშფოთებები რუსულ ოკუპაციას ვერ აჩერებს.  რეალურად, რა გამოსავალი არსებობს  ამ სიტუაციიდან? “ცხადია, შეშფოთება ამას ვერ შეაჩერებს, თუმცა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ის, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში იცვლება. დავუშვათ, პუტინი ხვალ რომ საქართველოში შემოიჭრას, ცხადია, ამერიკა მას ვერ შეაჩერებს. მაგრამ ეს ისედაც ...

Read More »