საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების პარალელურად, ქართულ ოცნებაში მილიონერთა რაოდენობა იმატებს. 

საქართველოს მოქალაქეების გაღარიბების პარალელურად, ქართულ ოცნებაში მილიონერთა რაოდენობა იმატებს.  ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, ივანიშვილი, მისი ნათესავები და ქართული ოცნების დეპუტატები ბანკებში მილიონებს ინახავენ.  ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა რეგიონში ადამიანთა უმრავლესობას უკიდურესად უჭირს, ბავშვები შიმშილობენ და ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან – გამწარებული ყოფის და უპერსპექტივობის გამო. წარმოგიდგენთ ქართული ოცნების დეკლარირებულ მილიონერ პარლამენტარებს. საკანონმდებლო ორგანოში ასეთი 35 დეპუტატია. თუმცა, ამ სიას, “ოცნების” ...

Read More »

ყბადაღებული ლუგარი: რა აკავშირებს ალექსეევკის ლაბორატორიას ღორის გრიპთან?

მკვლელი ვირუსების ხელოვნურად გავრცელებამ, შესაძლოა, ახლო მომავალში ბირთვული იარაღიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ღორის გრიპი გაცილებით ეფექტური საშუალება აღმოჩნდა გლობალური მიზნების მისაღწევად, ვიდრე რეგულარული არმიის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციები. მსოფლიო მასშტაბით ინფექციის ხელოვნურად გავრცელებას შეთქმულების თეორიასთან მივყავართ. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ღორის გრიპს ალექსეევკის ლაბორატორიასთან, რომლის შექმნაც 2004 წლის სექტემბერში გადაწყდა სენატორ რიჩარდ ლუგასის თბილისში ვიზიტის დროს. ამ თემაზე და ქართული ლაბორატორიის ...

Read More »

კრემლმა სამ წელში სირიის ომში 68 ათასი რუსი სამხედრო “გაატარა”. რით ემუქრება ეს უკრაინასა და საქართველოს?

რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში ოფიციალურად 2015 წლის 30 სექტემბრიდან ჩაერთვნენ. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ამ მოულოდნელმა (უპირველესად, ეტყობა, მოულოდნელმა დასავლეთისთვის) სამხედრო-პოლიტიკურმა სვლამ, ფაქტობრივად, ხელისუფლება შეუნარჩუნა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომლის ჩამოგდებას საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” გარდა, დასავლეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერილი სირიის შეიარაღებული ოპოზიციაც ცდილობდა. გარდა იმისა, რომ კრემლმა მოახერხა ასადის ხელისუფლების გამყარება, განვლილ სამ წელში რუსეთმა გაიძლიერა ...

Read More »

ყალიბდება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ახალ ძალაში ხედავს

საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მალე დადგება, ეს ჯგუფი ახალ ძალაზეც საუბრობს, რომელსაც მათი თქმით სათავეში ზვიად ტომარაძე უდგას. ყალიბდება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ახალ ძალაში ხედავს? ამ თემაზე სასაუბროდ GmTV ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა. -ბატონო ზვიად, თქვენი საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე ხალხი ამბობს, ახალი ძალა იქმნება და სათავეში ზვიად ტომარაძე უდგასო. მართალია? და ისე თუ ...

Read More »

ეკა ბესელია უკან დახევას არ აპირებს და ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ მალე „საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“

“ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებისშეფასებისას.   „რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ...

Read More »

პრეზიდენტი: საიდუმლოა, როდის ვეწვევი ავღანეთს, ეს ნატოსთან ერთად იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ ასახელებს თარიღს, როდის ეწვევა ავღანეთს, ქართველი ჯარისკაცების მოსანახულებლად. საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თარიღის დასახელების უფლება არ აქვს. “ამას ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო, ნატო-სთან ერთად იგეგმება და არ გვაქვს უფლება, თარიღი დავასახელოთ”, – აღნიშნა სალომე ზურაბისვილმა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ აპირებს, ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს ეწვიოს. ipress.ge blogeri: giorgi frangishvili

Read More »