სამართალი

თბილისი პრაიდის“ გუნდმა შსს-სთან „ღირსების მარშის” საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

„თბილისი პრაიდის“ გუნდმა 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“  ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო არსებულ რისკებს, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს, რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.   „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით,  შსს-ს წარმომადგენლებმა განცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს ...

Read More »

ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს არის ჩინჩალაძე-მურუსიძე”.

ჩემი აზრით, კაცობრიობა ორ ნაწილად გაიყო – ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს არის ჩინჩალაძე-მურუსიძე. ვერ ვხვდები, ამ არჩევანში, რატომ უნდა დავდგე ჩინჩალაძე-მურუსიძის მხარეს და არა, მთლიანად კაცობრიობის მხარეს. საქართველო არ იმსახურებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადავყვეთ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს უსმენენ. როგორც ...

Read More »

საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დავაკავეთ — ფინანსური პოლიცია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დააკავეს.  მათი ცნობით, ბრალდებულებმა, რომლებსაც ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდათ, კომპანიის დირექტორს შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, “ატკატის” სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან ექვს წლამდე. info9.ge.

Read More »

აჩვენე ის ადგილები, სადაც დახოცეს, მაგრამ უთხარი, რომ ვითომ შენ დახოცეო.

მალხაზ კობაურმა, რომელსაც სმიტების ოჯახის დახოცვისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, სასამართლო ძიების პროცესში პრაიმ ტაიმს ადვოკატის მეშვეობით წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია: „მითხრეს, ნუ გეშინია, სიმართლე თქვიო. განყოფილებაში შემოიყვანეს, ოთახში დამსვეს სკამზე და დამადეს ბორკილი. შემოდის ზაზა მიხაკიშვილი (პოლიციის თანამშრომელი) და მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუბნება, რომ მომეყოლა სიმართლე. ვუთხარი, სიმართლე, რომ გითხრათ ოჯახს დამიხოცავენთქო. ვუთხარი პოლიცია დააყენეთ ჩემს სახლთან და შემდეგ გეტყვითთქო. ზაზამ ...

Read More »

თორნიკე მამალაძე: დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა, მას 3 დღის განმავლობაში არც უძინია და არც საჭმელი მიუღია.

დეკანოზს 3 დღის განმავლობაში არ უძინია და 3 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიუღია, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.  როგორც ის აღნიშნავს, დღეს დილით, პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზმა დაურეკა და შეატყობინა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო. თორნიკე მამალაძეს უჭირს თქვას, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს მის ძმას, რადგან დეკანოზთან ექიმი ...

Read More »

არ არის გამორიცხული დეკანოზ მამალაძის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ – ადვოკატი.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. ამასთან, რამიშვილი ამბობს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მამა გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. „თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს კითხვის ნიშნები რადგანაც არსებობს, სხვა პირობებში უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ყველაფერი ეს ფატალურ შედეგამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, ...

Read More »