უცხოეთი

ამერიკელ მილიარდერებს რევოლუციონერი შავკანიანები და გეები კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ

აშშ–ში პოლიტკორექტულობისთვის ბრძოლამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია.  მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა,  ბანკებისა და კორპორაციების ხელმძღვანელებმა ერთმანეთის მიყოლებით აიტაცეს რადიკალური მემარცხენე რიტორიკა და შემოაქვთ სიმბოლური ზომები დამცირებულთა დაჩაგრულთა, შავკანიანთა და სექსუმცირესობის უფლებებისთვის ბრძოლაში. მაგრამ რა რეალური  მოტივები დგას ამ ლამაზი ჟესტების უკან? აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან შტატ კალიფორნიაში დაიწყო მასშტაბური სასამართლო დავები, რომელთა გაშუქებასაც თავს არიდებენ ამერიკული მედიასაშუალებები. კონფლიქტის არსი საკმაოდ არაპოლიტკორექტულია. ადგილობრივი ბიზნესთანამეგობრობის წარმომადგენლებმა შტატის ხელისუფლება აავსეს სარჩელებით შემოდგომაზე მიღებული კანონის გამო, რომელიც ავალდებულებს შტატში მომუშავე თითოეულ კომპანიას, დირექტორთა საბჭოში ჰყავდეს უმცირესობების, სულ ცოტა, 2-3 წარმომადგენელი. კალიფორნიაში უკვე არსებობს კანონი,  რომლის თანახმადაც თითოეული კომპანიის დირექტორთა საბჭოში უნდა იყოს, სულ ცოტა, ერთი ქალი. ახლა ...

Read More »

ევროკავშირში  საქართველოს  არ ელოდებიან, თანაც თვით  ევროკავშირშიც არ არის სახარბიელო  მდგომარეობა.

კავკასიაში მოსალოდნელ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე: _ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვაში, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნისას წარმოთქვა, აქცენტები სწორად იყო დასმული… _ როგორც ცნობილია, პრეზიდენტს არ სჩვევია აქცენტების სწორად დასმა, ის ხშირად უშვებს შეცდომას… _ მისი რიტორიკის შეცვლა შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებამ განაპირობა. თანამედროვე პოლიტიკაში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მას ანგარიშს უწევენ. ღოგორც ჩანს, შექმნილ ვითარებას ითვალისწინებს პრეზიდენტიც. მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი, რეგიონული ინტეგრაციის ცვლილება და როგორ განვითარდება ...

Read More »

დღეს აშშ ბალანსის დაცვას ცდილობს

ამერიკელებს სერიოზულად შეეშინდათ სეცესიის (სახელმწიფოს შემადგენლობიდან რომელიმე ნაწილის გასვლა _ გ. გ.). ასე აკურატულად,  ვინმე რომ არ დააფრთხონ, უწოდებენ  სეპარატისტულ პროცესებს, რომლებიც სახელმწიფოს ნაწილებად დაშლას იწვევს. დღეს აშშ ბალანსის დაცვას ცდილობს იმ უფსკრულის თავზე, რომელსაც გასცდა რუსეთი 1990-იან წლებში და რომელშიც გადაიჩეხა ჯერ იუგოსლავია,  შემდეგ _ უკრაინა. ალარმისტული განწყობილების ტრიგერად _ მაპროვოცირებელ ფაქტორად, იქცა 18 შტატის სარჩელი პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე 4 საკვანძო შტატში. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი არ მიიღო. ტეხასის მიერ მომზადებულმა სარჩელმა, რომელსაც მხარი კიდევ 17-მა შტატმა დაუჭირა, გაავლო მკაფიო საზღვარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება დაიშალოს ...

Read More »

კორონავირუსისგან დამცავი პოპულარული საშუალებები სინამდვილეში არ იცავს ადამიანს ვირუსით ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები.

იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დასახვეწია. ამ დროისათვის ისინი უკვე ცდიან რამდენიმე ახალ მოდელს. კორონავირუსისგან დამცავი პოპულარული საშუალებები სინამდვილეში არ იცავს ადამიანს ვირუსით ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Physics of Fluids. ​ფუკუოკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს, როგორ გადაადგილდება ჰაერის ნაკადები სახის დაცვის საშუალებების ირგვლივ, როცა გვერდით მყოფი უნიღბო ინფიცირებული აცემინებს ან ახველებს. აღმოჩნდა, ...

Read More »

აშშ-ში 4 ვაქცინირებულს ბელის დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთეს, ვაქცინაციის მერე ბელის დამბლა განუვითარდა. ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება. ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ...

Read More »

საქართველო თურქულ რკალში

საქართველო თურქულ რკალში უფრო მჭიდროდ ექცევა: ბაქოში ერთობლივი აზერ-თურქული აღლუმის ჩატარება, ყარაბაღში მიღწეული “დიდი გამარჯვების” აღსანიშნად, რა თქმა უნდა, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას მოასწავებს – მიმდინარეობს აზერბაიჯანის თურქიზაცია. ნაცვლად ევროპეიზებული პოსტსაბჭოთა მეზობლისა, აღმოსავლეთით ჩვენ გვყავს უკვე პირწავარდნილი აზიური დესპოტია, რომელიც თავის დიდ მფარველთან, ერდოღანის თურქეთთან ერთად, კავკასიაში და კასპიის ზღვის რეგიონში დიდ გეგმებს სახავს – არც თუ მშვიდობიანს. აღლუმზე თურქეთის პრეზიდენტმა ...

Read More »