მურუსიძის დანიშვნა და ბესელიას მოხსნა ნაცების საბოლოო გამარჯვებაა – სანდრო ბრეგაძე 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას აპროტესტებს და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებად აფასებს. სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოდნენ, დატოვონ პარტიის რიგები. “ლევან მურუსიძის დანიშვნა და ეკა ბესელიას მოხსნა იმას ნიშნავს, რომ პორტირებულმა ნაცებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს! მივმართავ “ოცნების” იმ დეპუტატებს, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით ნაცების რეჟიმის ...

Read More »

უვადო კოჰაბიტაცია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ ცოტა ხნის წინ კენჭისყრის შედეგად მიიღო.   საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით მურუსიძემ 11 ხმა მიიღო.  ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძემ რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მურუსიძემ საბჭოს წევრების კითხვებს სხვადასხვა საკიხთებთან დაკავშირებით უპასუხა, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და სასამართლო ხელისუფლებაში შესაძლო კლანურ მმართველობაზე.  ...

Read More »

დონალდ ტრამპი: „აშშ ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი… არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა“

„ჩვენ უკვე აღარა ვართ ადვილად გასაბითურებელი ხალხი. ჩვენ კვლავ პატივსაცემი ერი ვართ“, უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყის საჰაერო ბაზაზე სტუმრობისას აშშ-ის სამხედრო ძალების შემადგენლობას და დაამატა, რომ აშშ ვეღარ განაგრძობს, რომ იყოს მსოფლიოს პოლიციელი და არ არის სამართლიანი, როდესაც მთელი ტვირთი შეერთებულ შტატებზეა. ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ერაყი, როგორც მომავალი ბაზა ...

Read More »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას, რუსეთის ეკლესიის და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა მოჰყვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის – „საეკლესიო და ტერიტორიული“ ანექსია! – მოსაზრება

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული და “დამოუკიდებლობა აღიარებული” აქვს აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”, რუსეთის ეკლესია მთელი ამ წლების მანძილზე აღიარებს, – საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს მასში შემავალ ეპარქიებად! იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკლესიის მიერ (ახალ წლამდე გაიმართება წმინდა სინოდის კრება) მხარდაჭერილი იქნება, უკრაინის ეკლესიის “დამოუკიდებლობის ცნობის” იდეა, მაშინ ამის საპასუხოდ, რუსეთის ეკლესია თავის ამჟამინდელ “პოზიციას ...

Read More »

ბესელიას ბესტცელერი

ეკა ბესელიას განცხადების დასრულების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა – ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და დავით ჭიჭინაძემ და მას ტაში დაუკრეს. ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. განცხადება ბესელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. “ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს ...

Read More »

თაღლითური სქემა ამოქმედდა – მოსახლეობას განულებული ვალების დაბრუნებას სთხოვენ

„გამარჯობა, კითხვა მაქვს. სესხების განულების დროს vali.ge-ზე მიწერია, რომ თიბისი ბანკის 6210 ლარი ჩამომეჭრა, ამ სესხზე მირეკავენ ამომღები კომპანია „ტრიბადან“ და მთხოვენ იგივე თანხის შეტანას, ეს თანხა არავის არ ჩამოუჭრიაო და თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გარკვევაში, მადლობა წინასწარ“, – მსგავსი შინაარსის შეტყობინებები და ზარები „კომერსანტში“ ყოველდღიურად შემოდის. ათობით ადამიანი გვიყვება, რომ ისინი ვალის განულების პროგრამაში მოხვდნენ, თუმცა, სესხის ამომღები კომპანიები მათ ...

Read More »

ბელარუსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს უკრაინის “ახალი ეკლესიის” მსახურებაში მონაწილეობა აუკრძალა

ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მინსკის ეპარქიამ თავის მრევლს მიუთითა, რომ მონაწილეობა  არმიიღოს უკრაინის  “ახალი ეკლესიის”  მიერგამართულ რიტუალებში, _  ნათქვამია ეპარქიის საერთო  კრების განცხადებაში,  რომელიც ბელარუსის  მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “განემარტოს მინსკის ეპარქიის კლირიკებსა და მრევლს, რომ დაუშვებელია არაკანონიკური სტრუქტურის მიერ ჩატარებულ მსახურებაში მონაწილეობა”, _ ნათქვამია დოკუმენტში. ეპარქიის საერთო კრებამ დაადგინა, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდების გადაწყვეტილებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. განცხადებაში, აგრეთვე, გამოთქმულია მხარდაჭერა კიევისა და სრულიად უკრაინის ...

Read More »

“ბესელიას ლომის წილი მიუძღვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნაში”

იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ლევან გოგიჩაიშვილი. როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ საკადრო ცვლილებები განხორციელდება. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ ...

Read More »

სრულიად შეშლილი ნაც-მოძრაობა “ოცნებას” საფრთხობელად ვეღარანაირად ვეღარ გამოადგება – სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებით. “ნამდვილად აღარ მეცინება და ვეღარც ვბრაზდები,უფრო რაღაც უცნაური შიში მიპყრობს ამ ადამიანებს რომ ვუყურებ. ჯერ იყო და, დილას იმ ხეზე შერჩენილი მომიტინგის ვიდეო გადმომიგზავნეს. ვუსმინე და დადგმული მეგონა. ვიფიქრე “წკიპურტებიდან” აიღეს სიუჟეტი,რამაზ ჩხიკვაძის გმირს პოეზია რომ მოუნდება,ხეზე აძვრება და ვეღარ ჩამოდის. თურმე ნამდვილია. მერე იყო და, ეს ვიდეო ვნახე, მტკვარში გადახტომით. ეს საერთოდ კატასტროფაა. ...

Read More »

თამარ ჩუგოშვილი – ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს

ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“. „ვფიქრობ, სია უკან უნდა გაიწვიონ, რადგან კითხვები არსებობს როგორც ამ ათი ადამიანის შერჩევასთან, ასევე, ამ სიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. ახალი სიის შემოთავაზება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები გაჩნდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა. ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა ...

Read More »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სინოდი მუშაობას 12:00 საათზე დაიწყებს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამ საკითხზე სინოდის წევრთა პოზიცია ცნობილი არ არის. ჯერ ცნობილია ბოდბელი ეპისკოპოსის, პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს, ცურტაველი მიტროპოლიტის ვახტანგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ ...

Read More »

სინოპტიკოსები ზვავს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ – ამინდის პროგნოზი

26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აცხადებენ სინოპტიკოსები. მთავარი გვერდი

Read More »

ნანა ჟორჟოლიანო !!! ეს შენ ხარ ვიცი ზუსტად– ერეკლე კოდუას პირველი, საჯარო პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ ასეთი კომენტარი დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარ ფოტოზე: „SABA KODDUA ნანა ჟორჟოლიანო !!!! ნუ ხმარობ საბას FACEBOOKS! ეს შენ ხარ ვიციზუსტად!“ – ეს არის კუდის ყოფილი უფროსის და ნანუკა ჟორჟოლიანის დაშორების შემდეგ პირველი კომენტარი, როცა ასე საჯაროდ, ერეკლემ ნანუკას უპასუხა, თან უნდა ითქვას, რომ მკვახედ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერეკლე კოდუამ მის უცხოელ შეყვარებულთან ერთადგადაღებული ფოტო ატვირთა ფეისბუქზე ასეთი სათაურით “ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული”.სწორედ ამ ფოტოს და მის ასეთ დასათაურებას მოჰყვა ხალხის ნეგატიური კომენტარები. ფოტოზე კომენტარი ჰქონდა ნანუკას და ერეკლეს საერთო შვილს, პატარა საბაკოდუასაც.”გთხოვთ თქვენ  საქმეს მიხედოთ ეს მათი ცხოვრებაა და არა თქვენი”- წერდა საბა, თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ დაწერა, აღნიშნული კომენტარი არა საბას, არამედ ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის.

Read More »

“პირველი თქვენ მიპინტრიშდებით, ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება” – ნიკა გვარამია

“ამ უვადოდ დანიშნულ ზომბ მოსამართლეებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ უვადოდ ისხდებიან მოსამართლის სავარძლებში? ვაი თქვენ პატრონს მართლა. პირველი თქვენ მიპინტრიშდებით, ხელისუფლება როგორც შეიცვლება. არ მიპინტრიშდებით, და გადაგყვებათ უკვე ის ახალი ხელისუფლება, თუ ისიც შეგეკრათ. უვადოდ არა კვახი. ოცნების მმართველობის ვადით ხართ ყველა. დაელოდეთ სასამართლო რეფორმას და წმენდას მაგ ავღიას თავლაში. “ multimedia.ge

Read More »

გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნება არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი”

“გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება – რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო. დედა ენა იმ დროს საუკეთესო იმიტომ იყო, რომ ძალიან თანამედროვე და ახლებური იყო. დღეს ის დედაენა აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური. ჩვენ კიდევ ვაკანონებთ, რომ წერა-კითხვა 21 საუკინის ბავშვებმა 100 წლის წინანდელი წიგნით უნდა ისწავლონ. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული. ეს არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი. ...

Read More »

დღეიდან საქართველოში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

Read More »