შალვა ნათელაშვილი “წითელი ჟილეტების” აქციას იწყებს

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “წითელი ჟილეტების” აქციას იწყებს. ნათელაშვილი დღეს სემეკ-ის შენობასთან იმყოფებოდა, სადაც გაზის ტარიფზე მსჯელობენ. “ლეიბორისტების” ინფპორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას აპირებს. “ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან. დღეს აპირებენ ტარიფის გაძვირებას. მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, ...

Read More »

მეუფე სპირიდონი: ვილოცოთ, რომ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანდეს

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ქადაგების დროს ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობის შედეგია. მისი თქმით, დასავლეთის სამყაროს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს. მეუფე სპირიდონი ასევე ამბობს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება და მრევლს ამისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.  ...

Read More »

გუგული მაღრაძე: უცნობი ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა და მადლობა უნდა ვუთხრა საკუთარ თავს, პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვაზე, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ აღნიშნული კანონი კარგად მიიღო. „დღეისთვის ჩვენ გვაქვს თითქმის 90%-იანი აღსრულება, თითქმის არ არის დარღვევა და ადამიანები ემორჩილებიან იმ კანონს, რომელიც მიმართულია მათი ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის, ...

Read More »

გირჩი” ახალი წლის ღამეს ჯაფარას აქირავებს.

#ჯაფარამეკვლედ – სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს. აუქციონი ორ ნაწილად იყოფა: „ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში. მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე. მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე. შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია ...

Read More »

პატრიარქი ბართოლომეოსი გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს”

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიტუაციაში გასცდა თავისი იურისდიქციის საზღვრებს, _ განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ვიდინსკის მიტროპოლიტმა დანიელმა (ნიკოლოვმა). კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალი ეკლესიის” არჩეული წინამძღოლი 6 იანვარს, შობის დღესასწაულის წინა დღეს, მიიწვია სტამბოლში, სადაც გადასცემს მას ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ. “უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება _ ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ორ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ის გავლენას ახდენს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროზე, მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობაზე. ის ანგრევს ეკლესიის ათასწლოვან კანონიკურ უფლებას, ...

Read More »

ირმა ინაშვილი დაჟინებით მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებების“ გამომტან მოსამართლეებს მხარი არ დაუჭირონ

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი თქმით, „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი“. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.  „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი. უმრავლესობას მივმართავ, მათ მხარი ...

Read More »

საქართველოზე განრისხებული ირანი: წლეულს საზღვარზე 2 ათასამდე ირანელი არ შემოუშვეს

ირანიდან ოფიციალური თბილისის მიმართ უკმაყოფილება არ ცხრება. თეირანი საქართველოდან ირანელების უკან გაბრუნების მომატებული სტატისტიკის გამო ისევ გაბრაზებულია და არავინ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს უკმაყოფილება. ამჯერად ირანის პარლამენტში განიხილეს საქართველოში ირანელი მოქალაქეების არშეშვების საკითხი და ითქვა, რომ თეირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედავს, თუ თბილისი არ მოაგვარებს ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარის თქმის საკითხს. “თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 ...

Read More »

კიდევ ერთი ანტიქართული ნაბიჯი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „ქართული დასისა“ და „ქართული იდეის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპორტესტებდნენ 11 დეკემბერს მიღებულ პაქტს, რომელსაც საქართველო შეუერთდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო შეუერთდა მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში მიღებულ პაქტს „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის შესახებ“. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ კოსნტანტინიდმა განაცხადა, რომ საქართველო ამ პაქტს შეუერთდა, ისე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა. როგორც ის აღნიშნავს, ეს დოკუმენტი არ არის სავალდებულო. ...

Read More »

TVM NEWS–ის მედია ჯგუფი ნიჭიერ ქრისტინე კაპანაძეს ულოცავს 14 წლის იუბილეს

TVM NEWS–ის მედია ჯგუფი ნიჭიერ ქრისტინე კაპანაძეს ულოცავს 14 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებულ მომავალს, წინსვლას კარიერაში და ბედნიერ ცხოვრებას.

Read More »

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სხდომაზე ორი თვის შვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სხდომაზე ბავშვთან ერთად მივიდა. სხდომაზე შვილის მიყვანა ჯანეზაშვილის მხრიდან ერთგვარი პროტესტია. “დღეს იუსტიციის საბჭოში ბავშვთან ერთად მოვედი, ჩემი შვილი არის ორი თვის და როცა ის გაიზრდება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება. ჩვენ ვიცით, რომ გვირიტიშვილები, ნადარაიები არიან დანიშნული 65 წლის ასაკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება ...

Read More »

რატომ არ ჩამოეწერა ვალები ყველა შავ სიაში მყოფ კრედიტორს?

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“. „პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ და ვისას – არა. როგორც ...

Read More »

გედევან ფოფხაძე: მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ მის ეპოქას 

„ერთიან პოზიციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია – პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია. ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის თაობაზე განაცხადა. გედევან ფოფხაძის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით. “ეს ადამიანები ...

Read More »

მამუკა მდინარაძე: შესაძლოა, კონკრეტულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდეს 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული კონკრეტულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა გაუქმდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება და 30 წლამდე განისაზღვრება. „ცვლილება შეეხება 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ხუთი წლით გახანგრძლივებას და საუბარია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. გარდა იმისა, რომ მთავარი არგუმენტი და მათ შორის, მორალური ვალდებულება პირველი პრეზიდენტის ოჯახის ...

Read More »

26-28 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. სააგენტოს ცნობით, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია,  ქარბუქი. “24-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგგან შესაძლებელია ქარბუქი. 24 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5+10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი. ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი ღარიბდება, მისი ქონება ერთ დღეში $600 მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში – 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში $600 მილიონით შემცირდა.   ამჟამად გამოცემას სიაში ერთადერთი ქართველის ქონება 4.97 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 10.8%-ით ნაკლებია ორი დღის წინანდელ მაჩვენებელზე. ჯამში, წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით ანუ 14.2%-ით შემცირდა.   ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო ...

Read More »

დღეს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსის იუბილეა

50 წლის წინ ერთ პატარა ჰოლანდიურ ოჯახში… სანდრა რულოვსი იუბილარია 23 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იუბილარია. რულოვსი 50 წლის გახდა. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი საკუთარ იუბილეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რულოვსმა ფეისბუქზე ბავშვობის ფოტო ატვირთა. “50 წლის წინ ერთ პატარა ჰოლანდიურ ოჯახში“, – წერს რულოვსი. საქართველოს ყოფილ პირველ  ლედის ერთგული მხარდამჭერები 50 წლის იუბილეს ულოცავენ და საქართველოს სიყვარულისთვის ...

Read More »