ბექა დავითულიანი: ბილბორდებზე “ქართული ოცნების” ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოჩენა ლოგიკურია

საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე სხვა გუნდის წევრების გამოჩენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სრულიად ლოგიკურია. მისივე განმარტებით, მომდინარე პროცესი აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. „ეს აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, სრულიად ...

Read More »

კახა კალაძე: სასამართლო ემუქრება ოკუპანტებსა და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ქართულ მიწაზე ეთნიკური წმენდა ჩაატარეს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” მორიგი სიცრუის კამპანიას აწარმოებს. “ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და ...

Read More »

ეკა ბესელია: ახალი ბილბორდების გზავნილია, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე სხვა გუნდის წევრების გამოჩენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ ფორმით, ეს ადამიანები ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ გუნდი ერთიანია. მისივე თქმით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურისთვის ახალი გზავნილია. „ამომრჩევლისთვის ახალი ბილბორდების ახალი გზავნილი არის, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა, ...

Read More »

ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება გამწვავდა – რა ხდება „ოცნების“ კულუარებში?

სარეკლამო ბილბორდებზე ივანიშვილი და კობახიძე გამოჩნდნენ. სალომე ზურაბიშვილს კი, მედიასთან კონტაქტი და ხალხში გამოჩენა აეკრძალა. „ის არარეიტინგულია და ჩვენი ამომრჩევლის გაღიზიანებას იწვევს“, – ასეთი დასკვნა დადო ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად კი, გადაწყდა: სალომე გადაემალათ. ზურაბიშვილი, რომელიც თავისი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, ფაქტობრივად, ნომინალურ და სახედაკარგულ ფიგურად იქცა, რაც ცხადია, მის ახლო გარემოცვაში ერთგვარ შეშფოთებას იწვევს. რა მოხდა ...

Read More »

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა

14 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა.  ევროპარლამენტი მიესალმება მდგრად რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში. ანგარიშში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას.  ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან და პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, ...

Read More »

თეა წულუკიანი: დიახ, ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და 2011 წელს ჰააგაში წაგებული დავა

დღეს ხშირად ისმის, არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – ვეთანხმები “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.  “სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე ...

Read More »

თეა წულუკიანი და დავით ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან – გრიგოლ ვაშაძე

მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ.  ...

Read More »

kp.ru”: „შიშველი უკანალი“-ეს ერთადერთია, რისი შეთავაზებაც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შეუძლია

სტატიაში, რომელსაც დიდტირაჟიანი რუსული გამოცემა, «Комсомольская правда» აქვეყნებს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, განხილულია რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დამოკიდებულების საკითხები. საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GEგთავაზობთ სერგეი სტრელცოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს: პუბლიკაციის სტრუქტურაში გამოკვეთილია ერთი თემის რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც თავიანთი ქვესათაურები აქვთ. არატრადიციული ევროპული ორიენტაცია ანტირუსული დემარშისათვის პარტია „გირჩის“ წევრებმა, თავიანთი ლიდერის, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის თაოსნობით ექსცენტრიული ...

Read More »

კახა კალაძე: შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება – ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით

თბილისის მერია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე მისვლის შემდეგ განაცხადა.  თბილისის მერმა ჯერ ზუსტად არ იცის, რამდენ ოჯახს დასჭირდება დახმარება, თუმცა მისი თქმით, რამდენსაც დასჭირდება, დახმარებას იმდენი მიიიღებს. “ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი დამწვრობის ცენტრში მივიდა, სადაც ზემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულები გადაიყვანეს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, დამწვრობის ცენტრში მივიდა, სადაც ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები არიან გადაყვანილი. ზურაბიშვილი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა.  დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულებს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ. თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ...

Read More »

იურისტთა ჯგუფი ვექილი გიწვევთ უპრეცენდენტო პროექტი: „საქორწინო კონტრაქტის“ პრეზენტაციაზე

იურისტთა ჯგუფი ვექილი იწყებს გრძელვადიანი პროექტების ციკლს სამართლის პროფილით. წარმოგიდგენთ უპრეცენდენტო პროექტს სახელწოდებით „საქორწინო კონტრაქტი“, პროექტის ფარგლებში ჩატარდება მინი ტრენინგები აუდიო-ვიდეო პრეზენტაციების სახით მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის უმთავრესი მიზანია საზოგადოებისთვის ცნობადი და ხელმისაწვდომი გახადოს სრულყოფილი ინფორმაცია საქორწინო კონტრაქტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე სანოტარო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევებს. თუ რამდენმა წყვილმა ისარგებლა საქართველოში საქორწინო კონტრაქტის სერვისით და ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაბეჭდეს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაბეჭდეს. გარდა ამისა, ბანერზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი. ღირსება, თავისუფლება, განვითარება“. ახალი ბანერების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ერთ-ერთი ფოტოს ავტორის თქმით, პირველი ტურის წინ გაკრული ბანერი ღამით შეცვალეს. საპრეზიდენტო ...

Read More »

ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ყველა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს“

„თითოეული ჩვენგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბილბორდებზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა. პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაში გუნდის ყველა წარმომადგენელია ჩართული. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ...

Read More »

ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე, დედა-შვილის მოსაძებნად სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს

ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.  “ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რითაც მოხდება ფილის აწევა და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ...

Read More »

იუსტიციის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების დაკავებას არ გამორიცხავს. განცხადება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა:

იუსტიციის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების დაკავებას არ გამორიცხავს. განცხადება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა: “ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა არის პროკურორი, ეს არის ის სასამართლო და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის ...

Read More »

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები ,,ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, ” ვა ღოლა/ არ ქნა” ხობშიც განოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება. ფოტოზე გამოსახულები არიან როლანდ ახალაია, რომელსაც 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, იგი ე.წ კასრების საქმეშია ბრალდებული. მეგიზ ...

Read More »

HOMEინტერნეტში გვარამია-სააკაშვილის სახელით მიმოწერა ვრცელდება

ინტერნეტში “ვიკილიქსი”-სმიერ გამოქვეყნებული მიმოწერა ვრცელდება. როგორც ავტორი ამტკიცებს, ეს მიმოწერა “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა. მისი ავთენტურობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მიმოწერას თან ერთვის გამოცემის სამხრეთ ევროპის კოორდინატორ ელისონ ნოვაკის წინასიტყვაობა, რომელიც მკითხველს უამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ყოფილი მმართველი ძალა ყველა ხერხს მიმართავს, რათა ხალხში მუხტი აწიოს და ამისათვის მზად არის ...

Read More »