28 ივნისს დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება!

28 ივნისს დედამიწას დაფარავს ძლიერი მანიტური ქარიშხლი, ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ლებედეევის სახელობის ფიზიკური ინსტიტუტი. მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება ენერგიტიკის სისტემაში გამოიწვიოს მცირე გადახრები. ასევე, შეიძლება დაზიანდეს კოსმოსური კონტროლის სისტემები, რაც გამოიწვევს პოლარულ ნათებებს 60 გრადუსის ფართობზე და უფრო მაღლაც. აპრილში დედამიწა შეეჯახა მოულოდნელ მაგნიტურ ქარიშხალს.20 აპრილს მეცნიერებმა დაარეგისტრირეს სუსტი მაგნიტური ქარიშალი, რომელიც მზის აქტივობის არარსებობის ფონზე გამოჩნდა, ...

Read More »

ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე, მიხეილ კალანდიას ახლობელია

ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი, მერაბ მორჩაძე დააკავეს. ის სასამართლოს განჩინებით დღეს საღამოს აიყვანეს. გამოძიება მას მოწმეზე ზეწოლას ედავება. მერაბ მორჩაძემ შსს-ში შეყვანისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და მისი დაკავება აბსურდია. „სიმართლეც გაცხადდება და ტყუილიც, ყველაფერი,“ – განაცხადა მერაბ მორჩაძემ. ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულის მეუღლე “კურიერთან” პირველ კომენტარს აკეთებს. იგი „კურიერთან“ ...

Read More »

„ამჟამად ივანიშვილი პოპულარობის ვარდნის მეორე ეტაპზეა“ – დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს. ზურაბიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ივანიშვილისადმი საზოგადოების  დამოკიდებულება ახლო მომავალში უარყოფითად შეიცვლება, რაც მომდევნო არჩევნებზე მთავრობის ცვლილებით დასრულდება. „ივანიშვილისადმი დამოკიდებულება ყველა ვარიანტში შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დღეს არის პირველი პირი ქვეყანაში, მართავს ამ ქვეყანას და ამ საქმეს თავს ვერ ართმევს. ელემენტარულად, ცუდად ...

Read More »

“ფუ, რა ბინძურები ხართ, როდემდე შეინახავთ ამ სიბინძურეს?” – მაია ორჯონიკიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია ორჯონიკიძე Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: „ფუ,რა ბინძურები ხართ-როგორც კი თქვენი ჭუჭყიანი თეთრეულის გამოაშკარავების საფრთხე დგება,მაშინვე ამ რაღაც “გაუთქმელობის ხელწერილს” იშველიებთ! ასე იყო მამა გიორგის საქმეზე,ასეა აქაც-მაგრამ როდემდე შეინახავთ ამ სიბინძურეს,როდემდე?!“ cyc.ge იზრუნე შენს ქვეყანაზე

Read More »

ნიკა გვარამია: „რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს“…

ნიკა გვარამიას სკანდალური ფეისბუკ პოსტი: „რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს? ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით: 1. ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხი; 2. ქურდებთან მოლაპარაკება – საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში; 3. ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა ...

Read More »

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის 21 600 ცალი კვერცხი აღმოაჩინა!

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 ცალი არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2013 წლის ...

Read More »

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს!

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. ...

Read More »

„უპატრონო ტაძარს მართლა ეშმაკები დაეპატრონენ, მე დავიცავ ქართველ ერს“- სააკაშვილი

“მე დავიცავ ქართველ ერს, ივანიშვილის მიერ საძარცვავად ჩამოყვანილი, სხვა და სხვა ჯურის ავანტურისტისა და თაღლითისაგან!”- სააკაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის ბრალდებებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა უპასუხა. “ქართული ოცნების” დეპუტატი მესამე პრეზიდენტს რასისტული და ანტისემიტურიგანცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შალელაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა. სააკაშვილის მტკიცებით, შოთა შალელაშვილი საქართველოში კრიპტო ვალუტის ბიზნესს ამერიკაში მისი შვილის მიერ არალეგალურად მოპოვებული თანხებით აწარმოებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ...

Read More »

„მე ვარ ბიჭი პოზიტივი.“- ასეთი იყო დათო სარალიძე- მანანა თურქაძე

51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის შესახებ ისაუბრა. მანანა თურქაძე მოკლული  მოზარდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დავით სარალიძეს არასოდეს ჰქონია კონფლიქტი სკოლაში. თურქაძის თქმით, სიცრუეა რომ სარალიძე მოსწავლეებს აბულინგებდა. „დათო იყო არაჩვეულებრივი მოსწავლე. თავაზიანი, კეთილი, ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში, უყვარდა ყველას იმიტომ რომ იყო დიდი, შესამჩნევი და უყვარდა ყველა ადამიანს. დათო იყო ...

Read More »

გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში ამინდის ცვალებადობა ხელოვნურადაა გამოწვეული!

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ამ ბოლო დროს საქ-ში გახშირებული წვიმიანობა და მიწისძვრები ხელოვნურადაა გამოწვეული. მავანნი ამაში პრორუსულ ძალებს ადანაშაულებენ. რას ვიზამთ გამოდის, რომ საქართველოში ამინდიც კი დიდ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია ოფიციალური წყაროთი.

Read More »

“არ მგონია დასაკითხად ყოფილიყო“ – ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ მირზა სუბელიანსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები შედგა

„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 9 საათი სჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას?…არ მგონია დასაკითხად ყოფილიყო“- თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვას ეხმაურება. სარალიძე ფიქრობს, რომ შს სამინისტროში სუბელიანთან გამოკითხვის ნაცვლად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოკლული მოზარდის მამა დამნაშავეების დასჯას კიდევ ერთხელ ითხოვს და ამბობს, რომ თუკი მის მიერ ჩამოთვლილ კონკრეტულ პირებს პასუხისგებაში არ მისცემენ, აქციები გაგრძელდება. ...

Read More »

მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ ჩემი შვილის ბიოგრაფია, იყო თუ არა მოძალადე – ზაზა სარალიძე

„ვრცელდება, ინფორმაცია, თითქოს, ჩემი შვილი გამომძალველი ყოფილა, ვიღაც-ვიღაცეებს ტუალეტში აყოფინებდა თავს. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ ჩემი შვილის ბიოგრაფია, თუ იყო მოძალადე გამოაშკარაონ”, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მისი შვილი მოძალადე იყო, სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. “დამეთანხმებით, ალბათ, თუ ის მოძალადე იყო და სკოლაში ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობის ...

Read More »

„რა დღე დაგიდგათ?! იმის ნაცვლად რომ ბატონი ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ის თავად გიბარებთ პარლამენტში!“ (ვიდეო)

“თქვენ აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ პროცესში! თქვენ უკვე ერთი პოლიტიკური ძალა გახდით – მკვლელებს და სადისტებს აფარებთ ხელს! ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში ვერ იმუშავებს”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა. “თითქმის ექვსი წლის თავზე, აი, აქამდეც მოვედით პარლამენტში. ამ კომისიის შექმნით და განსაკუთრებულად მისი შემადგენლობის სახით, დავაკანონეთ აბსურდი, საღი აზრი, ზნეობა ...

Read More »

ნანი ბრეგვაძე: ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ

“ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთი გაიცნონ და შეიყვარონ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით, ერთად გავიზარდეთ”,-ამის შესახებ ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა. მომღერალმა რუსულ მედიასთან 5 ივნისს, მოსკოვში გამართული კონცერტის შესახებ ისაუბრა. „მაქვს ერთი სტილი – მუსიკა, მელოდია … მაგრამ ჩემთვის მთავარია, დარჩეს სული და სიყვარული. კარგი ფლუიდები უნდა წამოვიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ...

Read More »

მალხაზ მაჩალიკაშვილი დუმილს არღვევს და პრემიერთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება

მალხაზ მაჩალიკაშვილის ულტიმატუმი კვირიკაშვილს – მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა დუმილს არღვევს და პრემიერთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება. სამი დღე ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე – მალხაზ მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილისგან პირობის შესრულებას ელოდება. სწორედ 10 რიცხვამდე მისცა ვადა სპეცრაზმის მიერ ლოგინში მოკლული 19 წლის მოზარდის მამამ მთავრობის მეთაურს იმისთვის, რომ საქმის დეტალებში გაერკვეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გაიმართა. მას შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერისგან შეცდომის აღიარებას, მისი შვილის ...

Read More »

„ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო”-გურანდა გაბუნია გიორგი შენგელაის პასუხობს

გურანდა გაბუნია აცხადებს,  რომ ბიძინა ივანიშვილზე გიორგი შენგელაიას მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის გაუგებარი და გულდასაწყვეტია. „ეს არის დიდი რეჟისორი და უნიჭიერესი კაცი. არ მესმის რატომ დასჭირდა ამის თქმა, ნერვებმოშლილი იყო ეტყობა. ნორმალური კაცი რატომ იტყვის ამას? მაგრამ რას იზამ… ცხოვრება რომ მიდის, ადამიანები ძალიან იცვლებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, ასეთი რაღაც რომ თქვა. „ივანიშვილი ღმერთმა გადმოგვიგდო და მთელს საქართველოში გაჭირვებულ ხალხს ეხმარება; ...

Read More »

მირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა, მან შსს დატოვა (ვიდეო)

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. „რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის შესახებ და ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა სუბელიანმა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ შუადღეს შევიდა დაკითხვაზე. ამასთან, მას ადვოკატი თან არ ახლდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. LIVE ...

Read More »

მთავრობის საჩუქარი პენსიონერებს!

პენსიონერები კომუნალურებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან! “ლიბერთი ბანკი” კომუნალური გადასახადების დაფარვის მიმართულებით პენსიონერებს სიახლეს სთავაზობს. ბანკის ცნობით, სახელმწიფო სოციალური გასაცემლების მიმღები პირები კომუნალური გადახდების უფასო სერვისით ისარგებლებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. კერძოდ, პენსიონერები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის მომსახურების საფასურს, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებისას, მომსახურების საკომისიოს გარეშე გადაიხდიან. მთავარი

Read More »